სირიის სახელმწიფო ტელევიზია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ იუწყება

სირიის სახელმწიფო ტელევიზია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ იუწყება

სირიის სახელმწიფო ტელევიზია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ იუწყება . ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა daily mail ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, „დაეშის“ ლიდერი დე-ფაქტო დედაქალაქ რაქაზე საჰაერო იერიშისას მოკლეს. თუმცა daily mail არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, რადგან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალურ მედია ფრთა Amaq-ს ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.