“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანი ერთ დღესშეიძლება, გმირად გამოაცხადონ, მეორე დღეს კი, თუგანსხვავებული აზრი დააფიქსირა, მტრად შერაცხონ,” _ ამბობსღვაწლმოსილი სპორტსმენი, ძიუდოში ოთხგზის ევროპისსაუკეთესო მწვრთნელად დასახელებული, ოლიმპიური ჩემპიონი,საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შოთახაბარელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, “ქართულ ოცნებას”შეუერთდა:
_ 35 წელია, სპორტში ვარ. აქედან, 19 წელი მთავარი მწვრთნელი ვიყავი, მანამდე კი, _ საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი დიდება მოვუტანე ჩვენს ქვეყანას და დამსახურებული სპორტსმენების მიმართ ასეთი უპატივცემულობა და ცუდი დამოკიდებულება არასოდეს მინახავს. საბჭოთა წყობასა და კომუნისტებს ნამდვილად არ მივტირი, მაგრამ პატივისცემას ჩინოვნიკებისგან ყოველთვის ვგრძნობდით. ახლა კი, თუ ხელისუფლებას ტაშს არ დაუკრავ, შენს დამსახურებას მნიშვნელობა არ აქვს, გადაგთელენ და ამ სიტუაციაში მხოლოდ მე არ ვარ _ მთელ ქვეყანაში უსამართლობა, შიში და ტერორია!
რაც შეეხება ჩემს მიმართ განხორციელებულ რეპრესიას, ეს გუშინ კი არა, 2007 წელს დაიწყო, როცა 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიუღებელი აზრი გამოვთქვი _ ძიუდოისტებმა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ გამოჩენილი არნახული ძალადობრივი და ვანდალური მოქმედება დავგმეთ და გავაპროტესტეთ. მეამაყება, რომ მაშინ მთელი გუნდი სოლიდარული და ერთსულოვანი იყო! იმ დღიდან დაიწყეს ჩემი ათვალწუნება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი აღმავლობის გზაზე იდგა _ უკვე გვყავდა ოლემპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ევროპის სამგზის ჩემპიონებიც ვიყავით (ასეთი წარმატება ევროპის ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება), ეროვნული ნაკრების მწვრთნელობიდან გამათავისუფლეს და განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება არაეფექტური მუშაობისა და ნაკრების წარუმატებლობის გამო მივიღეთო. ეს იყო ყველაზე დიდი აბსურდი, რაც შეიძლება, მოეგონებინათ.
თანამდებობიდან ჩემს გათავისუფლებას წინ უძღოდა სპორტის აკადემიის დახურვასთან დაკავშირებული კრიტიკული გამოსვლა _ ამ არანორმალური იდეის ავტორებს შევეწინააღმდეგე და ვთქვი, საქართველო სპორტული ტრადიციების ქვეყანაა _ 33 ოლიმპიური, ასზე მეტი მსოფლიო და ვერ დავთვლი, იმდენი ევროპის ჩემპიონი გყავს და არ შეიძლება, ასეთ ქვეყანაში აკადემია გააუქმო, რომელიც ყველა ამ წარმატების საწინდარია-მეთქი. ხელისუფლებისთვის ჩემი აზრი და მიდგომა მიუღებელი იყო და ამიტომაც დამსაჯა _ მწვრთნელობიდან გამათავისუფლა.
_ ბატონო შოთა, მწვრთნელობიდან 2009 წელს გაგათავისუფლეს. პოლიტიკაში წასვლისგადაწყვეტილება მაინცდამაინც ახლა რატომ მიიღეთ და არა _ მაშინ?
_ ახლა იმიტომ მივიღე, რომ მხოლოდ მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 90%-ი და შეიძლება, მეტიც ცვლილებების მომხრეა. არ შეიძლება, ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდეს, მით უმეტეს, რომ პოლიტიკაში რეალური მოთამაშე გამოჩნდა და ხალხსაც სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი გაუჩნდა.
მოკლედ, ჩავთვალე, რომ ღიად უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და იქ ვიყო, სადაც სიკეთეა და არა _ ბოროტება! ამიტომ, გადავწყვიტე, “ქართულ ოცნებას” შევერთებოდი. გამოგიტყდებით და, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც, მისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
_ სპორტსმენები, რომელებიც “ქართულ ოცნებას” თქვენამდე შეუერთდნენ, საკმაოდ დიდ წნეხსგანიცდიან _ მაგალითად, კახი კალაძის დისკრიმინაციისთვის ე.წ. სამთავრობო ტელევიზიებისპეცრეპორტაჟებს ამზადებენ, ზურაბ ზვიადაურის გამო კი, როგორც ამბობენ, “ოლიმპიურვარსკვლავს” სჯიან. ბატონო შოთა, ზეწოლისგან დაზღვეული ხართ?
_ ჩემს მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა უკვე დაიწყო, მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებ, მინდა, კალაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე ვთქვა: დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტა ადამიანს ეპარება ეჭვი, რომ კალაძე სუფთა ადამიანი არაა. მისი წარმატებები ქვეყვნის დიდებაა _ კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია და ეს ხელისუფლებისთვისაც საამაყო უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვს, წარმატებულ ადამიანს ტალახში სვრიან, მის მიმართ განსაკუთრებით წვრილმანდებიან და აღარ იციან, ღირსება როგორ შეულახონ. ყველაფერი ეს ძალიან ამორალურია! “ოლიმპიურ ვარსკვლავზეც” დაგეშილები არიან და არაადამიანურ რამეებს ჩადიან. ჩემთან მიმართებაშიც იგივე ხდებ _ პატარა ბიზნესი, რესტორანი მაქვს და როცა მიხვდნენ, რომ იქ ვდგავარ, სადაც მხოლოდ მე კი არა, ყველა უნდა იდგეს, რესტორანში, რომელიც რემონტის გამო ორი წელია, დახურულია, შესამოწმებლად შემოვარდნენ და იმდენი თანხით დამაჯარიმეს, რომ გადახდის შანსი არ მაქვს.
_ მაინც, რამდენით დაგაჯარიმეს?
_ მილიონნახევარი ლარით. ყველაზე უცნაური კი ისაა რომ ტერორის რაღაც ახალი მეთოდები აქვთ _ “საგადასახადოში” ღამის ათ საათზე დაბარება, შუაღამისას ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის შემოსვლა. თუკი ჩვენ, ცნობად სახეებს ასეთ დღეში გვაგდებენ, წარმოგიდგენიათ, რა ტერორში ჰყავთ ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც პატარა და საშუალო ბიზნესები აქვთ?!
_ უამრავ სპორტსმენთან გაქვთ ურთერთობა და, თუ იცით, ისინიც ხომ არ აპირებენ “ქართულოცნებაში” გაწევრიანებას?
_ წარმატებული სპორტსმენების ძალიან დიდი ნაწილი ჩემს აზრზეა. ისიც ცნობილია, რომ ყველას უსმენენ და იციან, ვინ და რას აპირებს. ხდება რაღაც გაურკვეველი ჯგუფების მობილიზება, რომლებიც ზეწოლას ზოგზე დაშინებით ახდენენ, ზოგზე _ მოფერებით, მაგრამ ქართველი სპორტსმენები ვაჟკაცი, მიზანმიმართული ადამიანები არიან და მალე მიხვდებიან, რომ “აბოლებენ”, როცა ეუბნებიან, ყველაფერი კარგად იქნებაო. უმეტესობას, სპორტული კარიერის პარალერურად, პატარა ბიზნესი აქვს და ამიტომ, ჯერჯერობით, ბევრი არ რისკავს, მაგრამ მალე მივლენ სწორ დასკვნამდე და დადგებიან იქ, სადაც უნდა იდგნენ, ანუ “ქართულ ოცნებასთან”.
_ სხვათა შორის, თქვენთან შეხვედრის შემდეგ, ბიძინმა ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკაში მოსვლამხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ასეთი ადამიანები გამეცნოო...
_ მართლაც, ამაყი ვარ, რომ ასეთ პიროვნებას პირადად შევხვდი, ადრე მხოლოდ ქველმოდებით ვიცნობდი. პირადად შეხვედრამ კი, დამარწმუნა, რომ უშუალო და თავისუფალი ადამიანია. ამ შეხვედრიდან საოცრად ამაღლებული განწყობით გამოვედი. საერთოდ, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა: სულ სხვა გარემოა “ქართულ ოცნებაში” _ იქ სიხარული იგრძნობა!
_ თუმცა, ბატონო შოთა, “ქართულ ოცნებაში” ადამიანთა გაერთიანებას “ნაციონალები” ფულსუკავშირებენ..._ ეს სასაცილოა! ვისაც ქვეყანა უყვარს, ფული არაფერ შუაშია! მივიდნენ “ქართულ ოცნებაში” და დაინახავენ, რომ იქ ახალი ქვეყანა, ახალი სახელმწიფო და დალაგებული იდეებია!
_ პოლიტიკურად აქტიური იქნებით, ანუ შესაძლებელია თუ არა, რომ რომელიმე რაიონშიმაჟორიტარობის კანდიდატად გიხილოთ?
_ დიახ, საკმაოდ აქტიური ვიქნები, მთელ საქართველოს შემოვივლი და ყველგან და ყველას, სადაც და ვისთანაც ხმა მიმიწვდება, ვეტყვი, რომ “ქართული ოცნება” ახალი ცხოვრების დასაწყისია!
რაც შეეხება ჩემს მაჟორიტარობას, განვაცხადე, რომ “შევედი” პოლიტიკაში, რადგან “ქართულ ოცნებასთან” ერთად ვიბრძოლო ქვეყნის კეთილდღეობისათვის, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ეს ჩემი გადასაწყვეტი აღარაა. როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე მოვიქცევი.
_ ბატონო შოთა, ისეთი არაპილიტიკური სფეროს პოლიტიზირება, როგორიც სპორტია, მისგანვითარებას ხელს უშლის?
_ ფაქტი სახეზეა: თუნდაც ძიუდოს უკუსვლა იმასთანაა პირდაპირ კავშირში, რომ ეს სფერო პოლიტიზირებული გახდა. გადახედეთ იმ სპორტულ ფედერაციებს, რომელთაც წარმატებები ჰქონდათ _ ყველა ფედერაციის სათავეში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია. მათ სპორტზე ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, ბოლო ორი-სამი წელია, ძიუდოში საუკეთესო ათეულის პირველ ნომრად, მაქსიმუმ, ევროპის ჩემპიონს ასახელებენ და ეს ტრაგედია, რადგან იყო დრო, როცა ათეულს მიღმა მსოფლიო ჩემპიონებიც კი რჩებოდნენ.
შეხედეთ, ვინ მოღვაწეობს სპორტის სამინისტროსა თუ ოლიმპიურ კომიტეტში და რა კავშირი აქვთ სპორტთან?! ეს სუფთა პოლიტიკური თანამდებობებია. არადა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ უამრავი ოლემპიური თუ მსოფლიო ჩემპიონი გვყავს, დიდი ინტელექტია დაგროვილი სპორტში. ისე არ ხდება, რომ ჩემპიონი მხოლოდ ძალის მეშვეობით გახდე, საამისოდ აზროვნება და გამოცდილება სჭირდება, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს და აი, რა მივიღეთ: თუ წინა ოლიმპიურ თამაშებში 35-40 მონაწილე გვყავდა. ახლა, როცა ამ მიმართულებით ათჯერ მეტი თანხა იხარჯება, მხოლოდ 30-მა სპორტსმენმა შეძლო ოლემპიადის ლიცენზიის მოპოვება. ესაა უკუსვლა და იმის შედეგია, რომ სპორტის აკადემია გააუქმეს და ამ სფეროში საკმარისი პროფესიონალიზმი აღარაა.
პოლიტიზირებული მხოლოდ სპორტი კი არა, ხელოვნება და, საერთო, ყველა არაპოლიტიკური სფეროა და თავისუფლად აზრის გამოთქმას ბევრი შეეწირა: რაც ჩემს მიმართ განხორციელდა, იგივე მოხდა რობიკო სტურუას მიმართაც, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი კი, საქართველოდან გააქციეს. ჩვენ ერთ დროს მთავრობასაც ვეამაყებოდით, თვითონ გვირიგებდა სხვადასხვა ხარისხის ორდენს. ახლა კი, შეიძლება, ზვიადაურსა თუ კალაძეზე ცუდი თქვა?
_ ბოლოს, ბატონო ლერი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დიდ სპორტსდაბრუნდებით თუ პოლიტიკაში დარჩებით?
_ ჩემი სურვილია, ის საქმე გავაგრძელო, რაც კარგად ვიცი. ისე, სადაც უნდა ვიყო, ჩემთვის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივ აზროვნებას აქვს და არა _ თანამდებობას.