ლადო ვარძელაშვილი

ლადო ვარძელაშვილი "ოქტომბრის გადავლის" შემდეგ ზვიად ზვიადაურს და უშანგი კუზანაშვილს "ფეხებს დაულეწავს და მუხლებს დაამტვრევს"

"გუშინდელ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ 3 ივნისს მომხდარ 2 ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. პირველი გორში მათი ოფისი ძარცვას ეხება, მეორე კი 3 ივნისს 22 საათზე თბილისში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან "ქართული ოცნების" წევრის, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონის ამბაკო ავალიანის გატაცებას. ფანჯიკიძის თქმით, როგორც ირკვევა ძიუდოისტი მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან მიიყვანეს, თუმცა რაზე ესაუბრენ მას, ავალიანი არ ახმაურებს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნების" წევრებს იტაცებენ / გორის ოფისის გატეხვას ივანიშვილის ხალხი ნაციონალებს აბრალებს / "ქართული ოცნება" ქუთაისში აქციას 10 ივნისს ჩაატარებს.

"ფანჯიკიძის განმარტებით, ავალიანის გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს უშიშროების საბჭოსა დაუკავშირდნენ: "სასწრაფო რეაგირების მიზნით, "ქართული ოცნება" 22 საათსა და 40 წუთზე დაუკავშირდა უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას. ამის შემდეგ ამბაკო ავალიანი ძალიან მალე დაბრუნდა. მოხერხდა მისი გათავისუფლება იმ გაურკვეველი სიტუაციიდან, რომელშიც იგი იმყოფებოდა. თუმცა შემდეგ მან არ ისურვა იმაზე საუბარი, თუ რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე. აღნიშნული ფაქტი აუცილებლად მოითხოვს დეტალურ გამოძიებას", - აღნიშნა პრესსპიკერმა, რომლის თქმით, გორში გატეხეს "ქართული ოცნების" ოფისი, საიდანაც წაღებულია 2 კომპიუტერი და იქ არსებული დოკუმენტაცია, ხოლო სხვა მატერიალური ღირებულების მქონე ნივთებზე ხელი ნახლები არ არის", - აღნიშნავს გამოცემა.

"დედოფლისწყაროში ზვიადაური მხარდამჭერებს კახა კალაძესთან ერთად შეხვდა. ამ შეხვედრაზე ზვიადაურმა მოსახლეობას იმ ზეწოლაზეც მოუთხრო, რაც მასზე და მის მეგობრებზე ხორციელდებოდა. თავად ზვიადაურმა გააჟღერა ინფორმაცია თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილის, ზურაბ უძილაურის გათავისუფლების შესახებ - ის ჩემი მეგობარია, მისი შვილის ნათლია ვარ. გათავისუფლების მიზეზი ჩემთან მეგობრობა და ჩვენი სატელეფონო ზარები გახდა. ზურაბს უთხრეს, რომ ან ჩემთან გაწყვეტდა კონტაქტს, ან სამსახურს დაატოვებინებდნენ. მან სამსახურის დატოვება არჩია, - აღნიშნა ოლიმპიურმა ჩემპიონმა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ზვიადაურს ნაციონალებმა პროვოკაცია მოუწყვეს / ოლიმპიურ ჩემპიონს მეგობრობის გამო თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გაათავისუფლეს.

"რას ამბობენ ავალიანის მეგობრები ამ ამბიდან ერთი დღის შემდეგ და რა ახალ ფაქტებს ჰყვებიან ვარძელაშვილზე? "ალია" ევროპის 5-გზის და მსოფლიო ჩემპიონს სამბოში უშანგი კუზანაშვილს, ევროპის ჩემპიონს სამბოში ნოდარ მეტრეველსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს შეხვდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ვარძელაშვილმა დაიწყო ასეთი მუქარები - ზვიადაურსა და კუზანაშვილს ფეხებს დავალეწავთ, მუხლებს დავამტვრევთ, მაგათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ეს შერჩებათ, მაგათ რეანიმაციიდან ვერ გამოიყვანენო..."

"ავალიანთან დაკავშირებით რაც მოხდა, ყველა კარგად მიხვდა და იმასაც კარგად მიხვდნენ, ამბაკო რასაც ვერ ლაპარაკობს. ამათ ასეთი დაშინებებით უნდათ ქვეყანა დააქციონ - ავალიანი დრეს არ გვინახავს, მაგრამ რაღაცას რომ ვერ ამბობს, ფაქტია. ასე მარტივად არაა საქმე, როგორც იძახის. 20-მაკაცმა ჩატენა მანანაში და წაიყვანა და ასეთო ფორმით წაყვანილს ტკბილი ლაპარაკი ექნებოდა ვარძელაშვილტან? სხვატა შორის, ავალიანი რომ გაიტაცეს, ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ. მოვიდა კრიმინალური სამსახური, მერე მოვიდა ვიღაც პიროვნება, დაელაპარაკა ამ პოლიციას, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ეს პოლიციელებიც ჩასხდნენ მანქანაში და გაჰყვნენ უკან. ხომ ხვდებით ახლა, რაშიცაა საქმე? ყველაფერი დღესავით ნათელია.... ნესტორ ხერგიანმა უარი იმიტომ თქვა, რომ სამინისტროში სამსახური დააწყებინეს, ხელფასი დაინიშნეს, მანქანას შეჰპირდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ზვიადაური.

"ნოდარ მეტრეველი დაიბარეს შეხვედრაზე და ეუბნებოდნენ, რომ არ წასულიყო "ქართულ ოცნებაში". ეს იყო მათი მოთხოვნა. როცა მეტრეველისგან მიიღეს პასუხი, რომ ეს ჩემი უფლებაა რომელ პოლიტიკურ პარტიას დავუჭერ მხარს და სპორტი აქ არაფერ შუაშიო, უთხრეს რომ ვარძელაშვილს უნდა შენთან შეხვედრაო. აიყვანეს სამინისტროში, სადაც ძალიან მწვავე საუბარი გაიმართა.... ვარძელაშვილი რომ სპორტსმენებზე იტყვის, მუხლებს დავამტვრევო - ვინ არის ვარძელაშვილი, თავს ამხელა უფლებას რომ აძლევს. თუ კაცია და კაცობის ნატამალი გააჩნია, მოვიდეს, პირადად მნახოს და დამამტვრიოს მუხლები. კვირას, ამბაკო რომ გაიტაცეს და ეკლესიასთან მივედით, ერთ-ერთ მანქანაში მჯდარა და შორიდან გვიყურებდა თურმე. აბა გადმოსულიყო მანქანიდან და დაემტვრია ჩვენთვის ფეხები", - დასძენს ზვიად ზვიადაური.

"მე მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ - ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება და ჭკვიანად იყვნენ. რომ ამბობენ, დემოკრატიული ქვეყანა ვართო, ეს რას ნიშნავს, რომ ყველამ ნაციონალებს უნდა დაუჭიროს მხარი, თუ არა და ფეხებს დაამტვრევენ? ესაა დემოკრატია?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უშანგი კუზანაშვილი.

"ჩვენ მივედით ბიძინა ივანიშვილთან და ჩვენი პოზიცია ღიად დავაფიქსირეთ. ამის მერე 30 მაისს დამობარა ვარძელაშვილმა. მკითხა, რატომ შეხვდი ივანიშვილსო. მე ვუთხარი, ეს ჩემი პირადი საქმეა-მეთქი. მერე დაიწყო ასეთი მუქარები: ზვიადაურსა და კუზანაშვილს ფეხებს დავალეწავთ, მუხლებს დავუმტვრევთ, მაგათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ეს შერჩებათ. მაგათ რეანიმაციიდან ვერ გამოიყვანენო და ასეთი რაღაცები. უცხოელების რომ არ გვერიდებოდეს, ეგენი ახლავე მიიღებდნენ იმას, რისი ღირსებიც არიან, მაგრამ გადაივლის ოქტომბერი და მერე ნახავენ რაც მოუვათო. ფაქტია, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მე შემშინებოდა, - აცხადბს ჰამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ მეტრეველი და შეკითხვას - რით დასრულდა ეს ლაპარაკი" პასუხობს:

"მე ვუთხარი, რომ ეს ჩემი პირადი საქმეა რომელს პოლიტიკურ პარტიას დავუჭერ მხარს და ჩემს საქმეში არავის ჩავრევ მეთქი. ამის მერე დავემშვიდობე, დაბლა მელოდებიან და წავედი მეთქი. კაი, კაი კარგად იყავი, მარა დაფიქრდი, შენთვის როგორ აჯობებს, ჩვენ ტყუილად არაფერს ვამბობთო".