"მესამე შეკითხვაზე არ მიპასუხა და მოკლედ "ტოტალურ ბულშიტად" შეაფასა, რაც სიტყვა-სიტყვით "ხარის ნეხვს" ნიშნავს. მერე დამსწრეებს მიუბრუნდა, რომლებმაც ტაში დაუკრეს და ჰკითხა - "თქვენ ამასთან ერთად ხართ?" - თან ისე იცინოდა, თითქოს ჭიხვინებსო. "ბულშიტი" რომ ახსენა, უმიკროფონოდ დავუყვირე - გაეცი მილანთან დაკავშირებულ შეკითხვას პასუხი-მეთქი, მაგრამ ეგრევე ჩემს ლანძღვაზე გადმოვიდა - "არის ხალხი, ვისაც ხელისუფლებაში უნდა მოსვლა და შეკითხვების დასმისთვის ფულს იხდიანო" - მეტი ვეღარაფერი მიპასუხა. შემდეგ კი იბოდიალა, როგორ მიესალმება ინვესტიციებს და რომ დღეს 70%-იანი ნდობა აქვს მისი ჯიბის სასამართლოს ქვეყნის მოსახლეობაში", - აცხადებს ქართველი ემიგრანტი, სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გიორგი სიგუა: "დღეს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა მთავარი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ ქვეყანა სააკაშვილის, ამ გიჟი შარლატანისა და მასხარის მმართველობისგან!"
"ახლობელმა შემატყობინა, პრინსტონის უნივერსიტეტში სააკაშვილი მოდისო. დავრეკე უნივერსიტეტში და იქაურმა წარმომადგენელმა ძლივს მოძებნა დაგეგმილ ღონისძიებებში ამ შეხვედრის გრაფიკი. ყველა მოსაწვევი და ბილეთი დარიგებული იყო უკვე, მაგრამ მეორე დღეს ჩემი მცდელობა ფუჭი არ აღმოჩნდა და დარბაზში მოვხვდი. სხვათა შორის, ამ შეხვედრისას სამჯერ მაინც ახსენა, როგორ სურს პუტინს მისი ჩამოკიდება ერთი ადგილით, მაგრამ მაგას რომ ჰგონია, ყველამ იცის პუტინთან მისი ურთიერთობა, არ არის მასე. ბოდიშს ვუხდი მკითხველს, მაგრამ ბოლოს ამ უსირცხვილო კაცმა პირდაპირ თქვა - პუტინი ყვ-ებით ჩამოკიდებას დამპირდაო. ერთი საათის განმავლობაში იბოდიალა, როგორ აღმოფხვრა კორუფცია, როგორ გაიზარდა ხელფასი 500-ჯერ, 1000-ჯერ პენსია და ასე შემდეგ - რასაც ბორჩალოში და ჭრებალოში ლაპარაკობს, ის ილაპარაკა პრინსტონშიც, სხვა რამე კი არ უთქვამს. ჩემი შეკითხვის მოსმენისას ძალიან ანერვიულდა და კადრებშიც კარგად ჩანს, წყლის სმას როგორ ეტანებოდა ძალიან და აქეთ-იქით გაურბოდა თვალები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი სიგუა.
"კაცი პოლიტიკურ ონანიზმს ეწევა, რვა წელიწადია მონოლოგის რეჟიმში საუბრობს და საკუთარ თავთან საუბრით განიცდის ტკბობას. ხან მუშებს დასვამს გამოქვაბულში ან სახურავზე, ხან მასწავლებლებს ტბაზე, ტივზე ან მშენებლებსა და ტრაქტორისტებს წამოაწვენს მინდორში და ამ ხალხს მონოლოგის რეჟიმში ელაპარაკება ჭკვიანი გამომეტყველებით. გეუბნებით, პოლიტიკურ ონანისტად იქცა მიხეილ სააკაშვილი, აბა რა არის? საკუთარ თავთან საუბრით განიცდის ნეტარებას და ორგაზმს და დროა, ასეთი ხელმძღვანელი ჩამოშორდეს ჩვენს ქვეყანას. შეხვედრის შემდეგ სააკაშვილს ცალკე არ შევხვედრივარ და არც სურვილი მქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე ეთიკურად ვისაუბრებდი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღეს ერთადერთი გამოსავალია ქვეყანაში: იმ ადამიანს უნდა დაუდგეს ყველა გვერდით, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით რომ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. დიახ, მთელი ეს წლები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდით, თორემ უკვე ყველანაირი იმედი მკვდარი იყო მაგ ოპოზიციის შემხედვარე. ყველანაირი რესურსი ამოწურული იყო და სააკაშვილის 70-წლიანი მმართველობის ოფიციალურად გაფორმების ხანა იწყებოდა, რომ არა ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. მისი გამოჩენა დაბრუნების სტიმულსაც მაძლევს და მეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ სწორედ მან გაიმარჯვოს", - ამბობს გიორგი სიგუა.
"რვა წელიწადია შინ დაბრუნებას ვნატრობ. რატომ წავედი მოკლედ გეტყვით, ვარდების რევოლუციის პირველივე დღეებში, როდესაც უნივერსიტეტის დამონება მოინდომეს ნაციონალებმა, ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც წინ აღუდგა ამ ყველაფერს. სააკაშვილმა დედამისის დაქალის დანიშვნა მონდომა მერე უნივერსიტეტის რექტორად და ამაზე გავჩუმდებოდით? შეიძლება ბევრმა არც იცის, მაგრამ მაშინ ღია მუქარების ტექსტით გველაპარაკებოდნენ სტუდენტებს სააკაშვილიცა და მისი ხელის ბიჭებიც - დათო კირკიტაძე, ლადო ვარძელაშვილი და გივი თარგამაძე. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად ცხონებული მიხეილ ქურდიანი დავაყენეთ და მაშინ დაიწყო ომი ნაციონალურ რეჟიმთან - "სიგუა, ბიჭო, შენ ჯერ კიდევ "სვაბოდაზე ხარო"? - ასეთი ტექსტით იწყებდა ჩემთან საუბარს ლადო ვარძელაშვილი და გივი თარგამაძესთან ერთად პირდაპირ დაჭერით გვემუქრებოდა - "ბიჭო, დემოკრატია ის იქნება, რასაც ჩვენ გეტყვით"! - პირდაპირ გვემუქრებოდა გივი თარგამაძე", - აცხადებს გიორგი სიგუა.
"იმ ფულზეც უარი ვუთხარით, რასაც ვარძელაშვილისა და კირკიტაძის შუამავლობით გვთავაზობდა, რადგან ჩვენ მაშინვე ვიცოდით, რა გიჟთანაც გვქონდა საქმე, რომელიც აუცილებლად დიქტატორად გადაიქცეოდა. სამწუხაროდ, არც შევმცდარვართ - რა, დედა-უნივერსიტეტში სპეცნაზი არ შეიყვანეს და ხელაწეული არ გამოიყვანეს იქიდან პროფესორები? დაავიწყდა ეს ვინმეს? რა, ჩემი მეგობრები არ არიან დღეს დაჭერილი?" - დასძენს რესპონდენტი.