თინა ხიდაშელის პოლიტიკური გააქტიურება დაგეგმილი არ არის, ოდესმე არ გამოვრიცხავ, მაგრამ უახლოეს წლებში ეს არ იქნება

თინა ხიდაშელის პოლიტიკური გააქტიურება დაგეგმილი არ არის, ოდესმე არ გამოვრიცხავ, მაგრამ უახლოეს წლებში ეს არ იქნება

თინა ხიდაშელის პოლიტიკური გააქტიურება არ არის დაგეგმილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელმაც დღეს პოლიტიკური პარტიის შექმნა დაანონსა.

"როდესაც 2005 წელს გადავწყვიტე აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა, გვქონდა ასეთი ოჯახური შეთანხმება - მე წავიდოდი ამ უმადურ, უხელფასო და უყველაფრო საქმეში და თინა მიხედავდა ოჯახს, იშრომებდა, ოჯახში შემოიტანდა, როგორც იტყვიან. დაახლოებით ორი კვირის თავზე მივდივარ ოფისში და მაჩვენებენ თინას განცხადებას, რომ შემოვიდა პარტიაში. მაშინდელი ლიდერი მორიგმა რაღაცამ იმდენად გადარია, რომ ჩემთან დაარღვია პირობა და შემოვიდა პარტიაში. ამჯერად არ ველოდები ასეთ მოქმედებას. მას აქვს საინტერესო გეგმები პროფესიული, საექსპერტო მიმართულებით უსაფრთხოების საკითხებში. ასე რომ, მის პოლიტიკურ გააქტიურებას არ ველოდი, არ არის დაგეგმილი. ოდესმე არ გამოვრიცხავ, მაგრამ უახლოეს თვეებში თუ წლებში ეს ასე არ იქნება, რითიც ძალიან ბედნიერები არიან ჩვენი ბავშვები",- განაცხადა უსუფაშვილმა.