ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„ჩვენ ვრჩებით ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ერთგულნი. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. აუცილებელია ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში. დიახ, საფრთხე ბრუნდება აღმოსავლეთში“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.