ტრამპი- ზელენსკის შეხვედრა (ვიდეო)

ტრამპი- ზელენსკის შეხვედრა (ვიდეო)

ლაზი ამის ნახვამდე მეგონა რომ მართლა კამათი გაიმართა, რაც პოზიციების დაცვას ნიშნავს არგუმენტებით. აქ ჩანს უბრალოდ გაჯიუტება ზელენსკის მხრიდან, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. მაშინ როცა ტრამპი და ვენსი ფაქტებით ელაპარაკებიან. ერთად ერთი მეტ ნაკლებად წონადი სიტყვა, რაც ზელენსკიმ ახსენა, ეს იყო გარანტიების საჭიროება, მაგრამ აზრის განვითარება ვერ მოახერხა.
მიუხედავად ამისა, ეს ინციდენტი მის მიერ გამოყენებული იქნება წამებულის მანტიის მოსარგებად, რაშიც ევროპელი პატრონებიც დაეხმარებიან. მათ ომის მხოლოდ გაგრძელება სჭირდებათ, რადგან ორ კურდღელს კლავენ: რუსეთსაც ასუსტებენ და უკრაინასაც, რომელიც სინამდვილეში, მათთვის სულაც არ წარმოადგენს რაიმე რუსეთისაგან განსხვავებულს.
ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკის გადაწყვეტილებაზე, დატოვებს თუ არა ევროპას რუსეთის პირისპირ. თუ ასე მოსდება ევროპაც მაშინვე აჭიკჭიკდება ომის დასრულების რიტორიკით, რადგან მას ამ ომის გაგრძელება, ამერიკის პატრონაჟის გარეშე, მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაანგრევს.
4 კვირის უკან