აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში ამერიკასა და რუსეთს შორის პროქსი ომს წარმოადგენს.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არის პროქსი ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის: შეერთებულ შტატებს, რომელიც უკრაინას ეხმარება, და რუსეთს შორის. ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს იდეა ან გეგმა, თუ როგორ დაასრულოს ის“, - თქვა რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინელების, მოკავშირეების და სხვადასხვა ადამიანების გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭირო იქნება, რაც არ არის სტრატეგია.
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რუბიოს თქმით, მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. „ჩვენ ორივე უნდა დავსვათ მაგიდასთან. რა თქმა უნდა, იქ უკრაინელებიც უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ეს მათი ქვეყანაა, და რუსებიც. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.