რეზო ამაშუკელი:

რეზო ამაშუკელი: "ხელისუფლებაში ტრიკოდაკარგული ბიჭები გვყავს"

 

"უკვე მერამდენედ ვთქვი, ეს ჩემი ბოლო ინტერვიუა-მეთქი, მაგრამ ჟურნალისტები ხან აქედან მომივლით, ხან იქიდან და მაინც დამტყუებთ რაღაცებს", - გაბრაზებული მეუბნება პოეტი რეზო ამაშუკელი, რომელიც ინტერვიუზე დიდი ძალისხმევის შემდეგ დავითანხმე. "ამ ხნის კაცმა ჩემი ხალხისა და ქვეყნის სიყვარულით ვიცხოვრე, ერთ დღესაც კი გაირკვა, რომ არავის არაფერში ვჭირდები. დეფია ახლა კლასიკოსი და დუტა-შმუტას "შემოქმედება" ხელოვნების მწვერვალი... არ მინდა, ცუდი სიტყვა გაკადროთ თქვენ და თქვენს მკითხველს, მაგრამ დასაბომბია ყველა ის შენობა, სადაც ამათ უშვებენ", - აღშფოთებით აგრძელებს პოეტი ჩვენთან საუბარს და მთხოვს, მისი ნათქვამი შეუცვლელად დავტოვო...

- ბატონო რეზო, როგორ ცხოვრობთ, რას უყურებთ, საიდან იღებთ ინფორმაციას? 
- რა ინფორმაცია უნდა მივიღო, რომ შემეძლოს, ჭურში ჩავჯდებოდი და იქ ვიცხოვრებდი, მაგრამ ეს ხელისუფლება ვერ მოესწრება ამ დღეს. რას უნდა ვაკეთებდე?.. სახლში ვარ. ზოგჯერ ტელევიზორს ჩავრთავ ხოლმე. "ერთსულოვნებას" ვუყურებ, "მაესტროს". "იმათი" დანახვაც არ შემიძლია, რადგან ამ სახელისუფლებო ტელევიზიებში "პედერასტების" მოყვანა სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. ამ პატარა ქვეყანაში კი სამი სახელმწიფო ტელევიზიაა და ნერვები ხომ უნდა ამდენი "პედერასტის" ყურებას?.. ყველა არხზე რომ ეს უბედური ასინეთა გამოჰყავთ, კარი აღარ დარჩა ამ საცოდავ საავადმყოფოებს, ყველა მხრიდან "გახსნილია" უკვე, მალე სახურავიდან დაიწყებს საავადმყოფოების გახსნას.

- რატომ? 26 მაისს ქუთასში პარლამენტის შენობას გახსნის...
- იმ შენობის აშენების ნაცვლად, ერთი საგიჟეთი აუშენონ ამ საცოდავს და მარტო ჩასვან, თორემ დანარჩენ გიჟებს დახოცავს... ამას წინათ ვნახე, ჯავშანჟილეტი ეცვა და გული შემიწუხდა, რვა თვის ორსულს ჰგავდა, თავზე ქოთანივით ედო ის ქუდი, - "ჩესტს" რომ იღებს, ნამდვილი ასინეთა სჯობია მაგას. ქართველ სამხედროებს ელაპარაკებოდა ვაჟკაცობაზე, - როგორ შეიძლება, ამან ვაჟკაცობაზე ხმა ამოიღოს? მან მხოლოდ შადრევნებზე, გაბერილ ბუშტებსა და "ქეთო და კოტეზე" უნდა ილაპარაკოს, ვაჟკაცობაზე პირის გაღებას როგორ ბედავს, როცა ცხვირით გათხარა გორი! მაგრამ უარესის ღირსები ვართ, ახლა რომ იტყვით თანამედროვე ახალგაზრდები, "ატარებთ". ამასობაში კი ხედავთ, რასაც გვიშვრება... დარწმუნებული ვარ, შიგნით, "ნაცმოძრაობაში" ყველაზე კარგად იციან, რასაც წარმოადგენს, ნამდვილი გადარეულია. შეხედეთ, ხალხო, სახეზე რას ჰგავს, ნორმალური კაცის გამომეტყველება არ აქვს ადამიანს. აქამდე ვითომ თავისი მაგარი "პიარშიკებით" ქაჩავდა, მაგრამ აღარ შეიძლება ამდენი კლიპის ტრიალი, სირცხვილია, ბოდიში და, ღამის ქოთანზე დამჯდარი არ გვინახავს, დანარჩენი, ხეზე, სახურავზე, - ყველანაირ მდგომარეობაში გვაჩვენეს. მრცხვენია უკვე... როგორ მაინტერესებს ახლა რას ფიქრობს ის ხალხი, ვინც ამბობდა, - მაღალი, ლამაზი და ქარიზმატულიაო, - ქარიზმატული კი არა, კრეტინია!.. 

- თუ გაქვთ იმედი, რომ ვითარება შეიცვლება?
- კი, საბედნიეროდ, მაქვს. ამას წინათ ბიძინა ივანიშვილს მოვუსმინე და იმედი გამიჩნდა, მაგრამ მარტო ამ კაცის იმედზე ნუ ვიქნებით. ნებისმიერმა ქართველმა უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბედს თავად წყვეტს... ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მესიანისტობა უნდა მორჩეს, მაგრამ ქვეყანაში ჯერჯერობით სხვა გზა არ არის. არის ორი ძალა, ერთ მხარეს არის შავი ჭირი, რომელიც მოთრეულია იმიტომ, რომ წაშალოს საქართველო, მეორე მხარეს კი დგას კაცი, რომელმაც დადო ყველაფერი, საკუთარი ოჯახის კარგად ყოფნაც, ქონებაც, ფიზიკური მდგომარეობაც და ეს რეჟიმი უნდა მოიშოროს... არ გეგონოთ, "ნაციონალებს" ივანიშვილზე ნაკლები ფული აქვთ, შეიძლება, ორჯერ მეტიც ჰქონდეთ, თუ საქმე იქამდე მივა, რომ გადარჩენის შანსი აღარ დარჩებათ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად იმ ფულსაც გაიღებენ. ისინი უნდა წავიდნენ, დასრულდა მათი დრო და ისიც უნდა ვაღიარო, რომ რევანშისტულად ვარ მათ მიმართ განწყობილი, - როგორც კაცსა და როგორც მოქალაქეს, იმის პატიება არ შემიძლია, რაც ამ ქვეყანას დამართეს. ალბათ ამიტომაც არ ვარ რომელიმე პარტიაში და არც მინდა ვიყო, რადგან ჩემი საქმე მაქვს, რომლის გაკეთებასაც არ მაცლიან.

- ვინ არ გაცლით?
- ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, როცა ქვეყანას ყოველდღე თითო საძირკევლი ეცლება, მე უნდა ვიჯდე და ვწერო?!. ქართული ცნობიერება და თვითმყოფადობა მოსპო ამ კაცმა, ხალხს აშიმშილებს და იძახის, ეკონომიკური აღმავლობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები ვართო. არადა, ჩემი ოჯახის მაგალითზე გეტყვით, თერთმეტი სული ვართ და აქედან მხოლოდ ერთი მუშაობს... მერე რა, თვითონ ხომ დაშლიგინობს "შოპინგზე" ხან მილანში და ხანაც ჯანდაბაში?! ერთი ჩვეულებრივი წვიმა მოვიდა და ლამის ნახევარი თბილისი წალეკა, ამათ კიდევ თავი წაგვჭამეს, აი, რა მაგარი სამაშველო სამსახური გვაქვსო. გამოვლენ ზნედაცემული უმრავლესობის წევრები, დარჩიაშვილები, უფროსი თარგამაძე, დიდი როდინის ქვასანაყს რომ ჰგავს და ტუჩებს ატყლაშუნებს, სახეზე ეტყობა, ვინც არის. როგორ შეიძლება, იმ კაცს ადამიანი უყვარდეს!

იცით, ჩვენს ახალგაზრდობაში როგორ იყო? კაცს რომ ეტყოდნენ, - ბიჭო, შენ, ტრიკო ხომ არ დაგიკარგავსო! - გასაგები იყო უკვე, ვინც იყო და რასაც წარმოადგენდა. დარჩიაშვილის თამადობით კი, ხელისუფლებაში ეს ტრიკოდაკარგული ბიჭები გვყავს, არადა, ყველა დაკომპლექსებული იდიოტია! 

ადრე, რამდენიმე წლის წინ, გავიკითხე, მაინტერესებდა, რა წარსული ჰქო­ნდა ამ ხალხს, საიდან შეიკრიბა ამნაირი ფსიქიკის ხალხი ერთად, როგორ იპოვეს ერთმანეთი. აღმოვაჩინე, რომ ბავშვობაში არც ერთს არაფრად აგ­დებდნენ,O გოკადან დაწყებული, გიგი თევზაძით დამთავრებული, ყველას პანღურს ურტყამდნენ. ის "ჩვენი მაღალი" ხეზე იჯდა, თურმე და იქიდან უყურებდა, მისი ამხანაგები რომ ფეხბურთს თამაშობდნენ. იმიტომაც დაჰყავს ბებიამისს დღესაც ხელით. ახლა მომინდომა კაზანოვობა და გრიშა რასპუტინობა, - ძალიან კარგად ვიცით, რა რასპუტინიც არის. ბოდიშს ვიხდი მკითხველთან, მაგრამ მის ქალებს გამოაქვთ ხმები და ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ, არ შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი იკადრო კაცმა. 

იმდენად დაგვაკომპლექსა ჩვენმა ვითომ პრეზიდენტმა, ტელევიზორში ვუყურებდი ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და ცხვირსახოცი რომ ამოიღო, გამიხარდა. შეჩვეული ვართ, სააკაშვილი ხელით რომ იხოცავს ცხვირს. კაცი ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, "ბოინგს" ყიდულობ და ერთი ცხვირსახოცი ჩაიდე რა ჯიბეში! 

- შესაძლოა უდევს, მაგრამ მღელვარების დროს ავიწყდება...


- კაცი, რომელსაც მღელვარების დროს ცხვირსახოცის ამოღება ავიწყდება, გიჟია და უნდა იმკურნალოს... ასეთი არაფერი მინახავს, შეიძლება, რომ ადამიანს არაფერი უხდებოდეს, არც კამუფლაჟი, არც სპორტული ტან­საცმელი... რატომ მალაპარაკებთ სააკაშვილსა და მის გუნდზე ამდენს, თქვენ არ იცით, რომ ასეთ ხალხს "აფთრის კომპლექსი" აქვს? აფთარი სისხლს რომ დაინახავს, შეიძლება, თათი მოიჭამოს, - დაერევიან ერთმანეთს. აგერ ნახავთ, თუ იმ ყბაჩაკეტილ თარგამაძეს იარაღით ვაჭრობის ბიზნესი არ ამოუწიეს... 

ჭკუიდან გადავდივარ, როცა ივანიშვილს ვითომ რუსულ ბიზნესს "ახსენებენ", ბენდუქიძე, ის უხორთუმო სპილო, იქ რომ უზის, სად გამდიდრდა, თუ არა რუსეთში?!. მაგრამ რა აზრი აქვს ლაპარაკს, სანამ სხვანაირად არ დადგება ამათი საქმე, გულის მოფხანის მეტს ვერაფერს ვიზამთ. წესით, ასეთ არგუმენტებს მათ უმცირესობა უნდა უყენებდეს, მაგრამ ის "გალსტუკიანი ხვლიკი" თარგმაძე და "ვეშაპი" ახვლედიანი ამის მთქმელია? 

ამას წინათ ორი აფერისტის, პალიკო კუბლაშვილსა და ვეფხვაძის ვითომ კამათს ვუყურე. ნერვები მომეშალა ამათ უნიჭო სპექტაკლზე და გამოვრთე... ერთ რამეს ვურჩევდი, ჯობს, "გალსტუკიანი ხვლიკი," პოლიტიკური ბალერინა - ჩახვაძე, პარტია "თვითონ მე" თუ "მარტო მე" რომ არის, იმის ნასოსით გაბერილი ლიდერი, "დაჭმუჭნილი" თორთლაძე, მაია იზას ძე ორჯონიკიძე და მისთანები გაერთიანდნენ და "დაკარგული ტრიკოების პარტია" ჩამოაყალიბონ. თევზაძე დანიშნონ ლიდერად, სერიოზული სახის დაყენება გამოსდის. ამ ტრიკოდაკარგულებმა ერის გადაკეთება მოინდომეს. სახელმწიფო ენად ინგლისურის დაკანონება და საქართველოს წაშლა უნდათ... 15 ჰესი უნდა ავაშენოთო, - ეს იცით, რას ნიშნავს?

რას?
- მე ეკოლოგი არ ვარ, არც ჰიდროინჟინერი, მაგრამ ვიცი, რასაც ნიშნავს, - ესენი მოსულები არიან საქართველოს დასანგრევად! გეკითხებით, რომელია ქართველი?.. ამას რომ ვამბობ, არ შეიძლება ამის თქმაო. როგორ არ შეიძლება, - ქართველი კაცი, რასაც ეგენი აკეთებენ, ამას ბოლომდე ვერ გააკეთებს!.. არც ერთი არ არის ქართველი! - წავიდნენ და მიჩივლონ სააკაშვილის ბებიასთან, ხან აბაშიძე რომ არის და ხან წერეთელი.ისე, სულ დედის მხარეს რომ მიახტება, მეორე მხარეს ნათესავი არ ჰყავს? ნახევარქათამაა?!

არ მიწყინოთ, მაგრამ საქართველოს გაუბედურებაში ლომის წილი თქვენ, ჟურნალისტებს მიგიძღვით, თქვენ ქმნით და ავრცელებთ პოლიტიკას. თქვენს საგამომცემლო სახლთან სასაყვედურო არ მაქვს, ზოგადად ვლაპარაკობ. ამ ბუხარში ჩავარდნილი მაჯლაჯუნა კიწმარიშვილის გამოზრდილმა გომბიოებმა მოგვიყვანეს აქამდე. სად ბებიაჩემის ბაბუასთანაა, ხმას რომ არ იღებს, მაგრამ არაფერი აქვს სათქმელი. ის ჭუჭყიანი "შომპოლი" დარჩიაშვილი, აკოა თუ ვინც არის, მინაშვილი, არც ქალს რომ ჰგავს და არც კაცს, დაიბარებენ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსა და მათ სულიერ და-ძმებს და ათას სიბინძურეს აწერინებენ. აბა, რას უნდა მოელოდე დავით პაიჭაძისგან, რეზინის ფრთებივით რომ აქვს გაშვერილი ყურები.

- ბატონო რეზო, მიუხედავად ბევრი რამისა, მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი... 
- დიახ, ვაკვირდები და ინტუიციით ვგრძნობ, აუცილებლად დაბალანსდება. ორი პოლუსია დღეს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მთელი საქართველო გაერთიანებულიყოს ამ "შავი ჭირის" წინააღმდეგ. 
მე რაც არ ვიცი - არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს დაკარგული ტრიკოების ბიჭები ჩემ თვალწინ გახდნენ მილიარდერები. ვის რას უმტკიცებენ და რაში ეჯიბრებიან? თავის დროზე, ჩემზე დიდი "ამერიკანისტი" არავინ იყო და მათსავით ტყლარჭვა დავიწყო?.. გამოიყვანენ მართლა ნაფტალინიდან ამოღებულ ვიღაცას და არის ერთი ამბავი, - ჩემი პირადი სტუმარი იყო ბობ დილანი და არ მინდა ამაზე ლაპარაკი. 

რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი, ორთოდოქსს, კონსერვატორს, ჩამორჩენილსა და ქსენოფობს მიწოდებენ, მაგრამ მაინც ვიტყვი, როცა ოვანეს შირაზის იუბილეზე სიტყვით გამოვედი, ათი წუთი ფეხზე იდგნენ სომხები და მთელი ერევანი ხელში ასაყვანად დამდევდა. მაშინ ვაზგენი ცოცხალი იყო, ლოჟაში იჯდა და მეორე დღეს ახალგაზრდა მღვდელმსახური დამადგა სასტუმროში, კათალიკოსი გეპატიჟებათ რეზიდენციაში და წამობრძანდითო. რაც არასდროს გაუკეთებია, თავად დაგვათვალიერებინა საცავი. დღესაც სახლში მაქვს სომხეთის პატრიარქის ნაჩუქარი შვეიცარიული საათი, არარატი ახატია. ამის მიუხედავად, თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდა, ყველაფერი ვიქნები, ქსენოფობიც და უარესიც, მე ვარ ქართველი და მაშასადამე მართლმადიდებელი! ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმან ქართველებს პატივს არ ვცემ, პირიქით, იმათ უფრო ვუფრთხილდები, მაგრამ არ შეიძლება თურქეთს აჭარა შევტენოთ, დამპყრობლის მეჩეთი იქ რატომ უნდა აშენდეს? თავად თუ არ იციან, რაღაცაში მაინც ჰკითხონ რჩევა პატრიარქს, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო...