ნათია ფანჯიკიძე “მარიჰუანის” ლეგალიზების წინააღმდეგია

ნათია ფანჯიკიძე “მარიჰუანის” ლეგალიზების წინააღმდეგია

“კამარა” იმ სიტყვათა რიცხვშია, რომელიც უარყოფით კონტექსტში არ გამოიყენება. სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ, რომელმაც ექვსი თვის წინ, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, ნივთიერებაზე დამოკიდებული პირებისთვის შექმნილ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრს “კამარა” დაარქვა... სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, მაგრამ იმან, რაც საკუთარი თვალით “კამარაში” ვნახე, როგორც იტყვიან, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ადამიანებს, ვისაც სახელმწიფო პოლიტიკა კრიმინალებად თვლის და ნარკოტიკის მოხმარებისთვის “აციმბირებს”, ხელოვნების ნიმუშები აქვთ შექმნილი! სხვათა შორის, ნათია ფანჯიკიძე ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ნარკომანი, უფრო სწორად, ნივთიერებაზე დამოკიდებული პიროვნება კრიმინალი კი არა, ავადმყოფია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ამასთან, გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი და ირაკლი ალასანიას მეუღლე, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ “მარიჰუანას” ლეგალიზება კატეგორიულად დაუშვებელია! მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, “კამარაში” ნათია ფანჯიკიძე და მისი გუნდი ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებს ბედნიერებას ასწავლის! ეს შეფასება შესაძლოა, ვინმეს გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ ექვსი თვეა, “კამარას” 30 პაციენტიდან “ჩავარდნა”, ანუ იმის სურვილი, რომ ნარკოტიკი ისევ გაესინჯა, ერთსაც არ გასჩენია...  


ნათიანივთიერებაზე დამოკიდებული პირებისასე ვთქვათფსიქოლოგიური მკურნალობათუ არ ვცდებისაქართველოსთვისერთგვარი სიახლეა...
– ჩანასახი არსებობდა, ანუ ვიღაც შეიძლება, არტ-თერაპიაში მუშაობდა, ვიღაც – ჯგუფურში, ვიღაც კი, რამდენიმე რამეს ერთად აკეთებდა, მაგრამ ასეთი სრულყოფილი სახით არ ყოფილა.

სრულყოფილი” რას ნიშნავს?
– “კამარა” რვა სხვადასხვა ტიპის თერაპიით მუშაობს და ნივთიერებაზე დამოკიდებული პირებისთვის ასეთი კომპლექსური ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია აქამდე არ ყოფილა. საერთოდ, ეს დაავადება ჩვენთან უკურნებლად ითვლებოდა. სხვათა შორის, ქართველი ნარკოლოგები გადასარევად მუშაობენ და ე.წ. ლომკას მარტივად ხსნიან, მაგრამ ამის შემდეგ, ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი ახალშობილივითაა, ანუ არაფერი იცის. მაგალითად, მწეველები ამბობენ ხოლმე, თუ არ მოვწიე, კუჭში ვერ გავდივარო, ანუ მწეველისთვის კუჭში გასვლის პაროლი სიგარეტია. ნივთიერებაზე დამოკიდებულებიც ასე არიან. საერთოდ, ადამიანი ნებისმიერ წამალს იმიტომ იღებს, რომ უკეთ გახდეს და არ ფიქრობს, რომ წამალზე, ანუ ნივთიერებაზე დამოკიდებული გახდება, მაგრამ როცა უკვე ამ წამალს ფიზიკური სიამოვნების, ან შვების მოტანა აღარ შეუძლია, მისი ჯანმრთელობა უკვე უკიდურესად დანგრეულია...

მოკლედ, “ლომკა” მოხსნეს, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ჩნდება მთავარი პრობლემა...

ნათიავიდრე მთავარ პრობლემაზე გადავალთგამარკვიეადამიანი მხოლოდ ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდებათუ შეიძლება,ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზემაგალითად, “ანალგინსა” თუ რომელიმე ტკივილგამაყუჩებელზეც “შეჯდეს”?
– ადამიანი შეიძლება, ჩვეულებრივ წამალზეც იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ვიტამინებზე, ლაქსატივებზე (კუჭში გამხსნელი საშუალებები). ამიტომ, თუნდაც ე.წ. მსუბუქი დეპრესიის დროს პაციენტს წამლის მიღებას არ ვურჩევ.

რატომ?
– იმიტომ, რომ თუკი პირველი დეპრესიული ეპიზოდი ადამიანმა წამლით “მოიშუშა”, მეორე დეპრესიული ეპიზოდის დროს წამლის დანიშვნა აუცილებელია. მაგალითად, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს იღებს, შეიძლება, ამ ტკივილგამაყუჩებელზე დამოკიდებული გახდეს – ტკივილი არ ექნება, მაგრამ თუ პრეპარატს არ მიიღებს, შფოთვა დაეწყება.

ანურეალურად არაფერი ეტკიებამაგრამ წარმოსახვითი ტკივილი შეაწუხებს?
– კი ბატონო, მით უმეტეს, ადამიანის ტვინს აქვს უნარი, რომ ტკივილი ასი პროცენტით გაიხსენოს. ფსიქოლოგიაში არსებობს ბანალური მაგალითი – “ფანტომური კიდური”, ანუ ადამიანს ფეხი მოაჭრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ფეხი ეფხანება და სტკივა. სამწუხაროდ, ჩვენს ტვინის უჯრედებს სიხარულის ასი პროცენტით გახსენების უნარი არ აქვთ...

კამარას” პაციენტები რომელ ნივთიერებაზე დამოკიდებულნი არიან?
– მათთვის, ვინც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებულნი, “კამარა” ხსნა აღმოჩნდა...

ეს ადამიანები შენამდე როგორ მოვიდნენ?
– როცა სჭირდები, რაღაცნაირად გაგნებენ. მთავარია, არსებობდე და ადეკვატური დახმარება შეგეძლოს. თანაც კარგი კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს ნარკოლოგებთან, ნევროპათოლოგებთან. “მენტალვიტაშიც” ვმუშაობ, ზოგიერთი იქ მკურნალობდა დამატებითი პრობლემის გამო. სხვათა შორის, ტელევიზიით ხშირად ამბობენ, “მარიჰუანა” სტრესს ხსნისო, მაგრამ “მარიჰუანა” ძალიან მავნეა.

თუმცასაქართველოში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენრომ “მარიჰუანას” ლეგალიზაცია უნდა მოხდეს...
– ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

რატომ?
– მართალია, ალკოჰოლსაც ახლავს ფსიქოზი და მისი მოხმარების დროს აგრესიული ქცევა უფრო მეტია, მაგრამ “მარიჰუანას” შეუძლია, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. საერთოდ, სტრესი ნივთიერებაზე მოთხოვნას აძლიერებს. მაგალითად, როცა ვნერვიულობთ, ვეწევით...

რაღა დაგიმალო დაროცა ვნერვიულობკი არ ვეწევიარამედვჭამ...
– ეს საჭმელზე დამოკიდებულებაა...

სამაგიეროდმაშინ ვეწევიროცა ვმუშაობ...
– ესე იგი, შენთვის სიგარეტი ფიქრის პაროლია, ანუ თვლი, რომ მოწევა ფიქრში გეხმარება...
რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულებს, ისინი თვლიან, რომ აზრის გამოსათქმელად გამბდაობა არ ჰყოფნით და საამისოდ პაროლი ნარკოტიკია. ამასთან, ისინი თვლიან, რომ რომატიკული ურთიერთობის, ასე ვთქვათ, დამყარება ფხიზლებს არ შეუძლიათ და, შესაბამისად, სიყვარულისკენ მათი გზა ნარკოტიკზე გადის.

მაპატიეგაწყვეტინებმაგრამ მსმენიანარკომანებს სიყვარულისექსი და ასეთი რაღაცები არ აინტერესებთო...
– ეს მაშინ, როცა უკვე ავად არიან...

ამ ფრაზით იმის თქმა გინდარომ ნარკომანები ავადმყოფები არიან და არა – კრიმინალები?
– დიახ, ნარკომანები კრიმინალები არ არიან!

აბაჩვენთან ნარკომანები უსასტიკესად რატომ ისჯებიან?
– ეს, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან არ შეიძლება, ადამიანი ავადმყოფობისთვის დასაჯო და თუკი ასეა, მაშინ თვითმკვლელობის მცდელობისთვის , ან თვითდესტრუქციისკენ მიდრეკილებისთვის ადამიანებს ისეთი საპროცესო გარიგება უნდა გავუფრომოთ, რომ ამ თანხის საშოვნელად ბინები გაყიდონ!

დავუშვათნარკომანიმართლაცავადმყოფიამაგრამ არსებობს სტერეოტიპირომ ყველა ნარკომანი კრიმინალი ხდება – “წამლისსაყიდელი ფული რომ იშოვოსქურდობსყაჩაღობს და ასე შემდეგ...
– ეს სტიგმაა, თორემ სინამდვილეში, ნარკომანთა ძალიან დიდი ნაწილი ახლობლებისთვის ფულის თხოვნითაა დაკავებული ან იაფფასიანი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკით ახერხებს თავის მოწამვლას.

ნათიაერთობ სკანდალურ განცხადებას აკეთებ...
– ეს განცხადება სკანდალური იმიტომაა, რომ სტიგმას უპირისპიდრება.

სტიგმის გარდასახელმწიფო პოლიტიკასაც უპირისპირდებირომლის მიხედვითაცნარკომანი კრიმინალია... სხვათა შორისის სტიგმაცარსებობსრომ ნარკომანია არ იკურნებაშენ კისაპირისპიროს ამტკიცებწეღან ნივთიერებაზე დამოკიდებულთა მიერ შესრულებულიარაერთი ლამაზი ნივთი თუ ნახატი მაჩვენეროგორ ახერხებრომ ამ ადამიანებს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნო დასაერთოდ,წამალზედამოკიდებული “კამარაში” რომ მოდის, “ლომკას” უხსნით?
– “ლომკას” ვერ ვუხსნით, რადგან არ გვაქვს სტაციონარი, რომ ადამიანს გადასხმები გავუკეთოთ.

ფსიქოთერაპიით “ლომკის” მოხსნა არ შეიძლება?
– შემსუბუქება შეიძლება, რადგან “ლომკის” 80 პროცენტი წარმოსახვითია...

წარმოსახვითი” რას ნიშნავს?
– “ლომკის” 20 პროცენტი ცუდი ფიზიკური შეგრძნება – ტკივილი და ძვლებში მტვრევა რეალურია, დანარჩენი, 80 პროცენტი კი, წარმოსახვითია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ადამიანი კონკრეტულ მომენტში რას გრძნობს, რადგან მისი რეალობა მისი გრძნობაა... 

კაიფი” რა არის?
– მაგალითად, “ოპიოიდები” სიმშვიდეს და გახანგრძლივებული ორგაზმის შეგრძნებას იწვევს. სტიმულატორებს, როგორც წესი, ისინი იყენებენ, ვისაც გუნება-განწყობა სულ დაქვეითებული აქვთ, მორიდებულნი არიან და კონტაქტი უჭირთ. ასეთ დროს “კოკაინის”, ამფეტამინების ჯგუფის სტიმულანტები თუ ხელოვნურად შექმნილი ნარკოტიკის, “ვინტის” მიღება იწვევს ენერგიის კატასტროფულ მოზღვავებას და ერთიდან ექვსი საათის განმავლობაში ადამიანი, როგორც იტყვიან, “მოტორზეა”. ამას “სექსუალურ ნარკოტიკსაც” ეძახიან, რადგან პიროვნებას ყურში ვინმემ რამე რომ ჩასჩურჩულოს, ჰგონია, რომ სექსი ჰქონდა. ამასთან, ამ დროს ადამიანი თვლის, რომ ძალიან ჭკვიანია და თავის აზრებს თავისუფლად “აფრქვევს”, თუმცა ეს “სიტყვების შემოტევა” ლამის ბოდვითია...

ნათიაშენი პაციენტები შესაბამის უწყებებსალბათაღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი...
– შეიძლება... ზოგი პრობაციონერიც იყო...

მართალიაპოლიტიკაზე ლაპარაკი არ გინდამაგრამ თუკი ხელისუფლება მოინდომებს, “კამარას” იმიჯს შეულახავს – მაგალითადშენსპაციენტებს “წამალს ჩაუდებს”...
– თუ გავითვალისწინებთ, როგორ “ყულფზე” ჰყავთ გამობმული ნარკომომხმარებლები, რამხელა ფულის წყაროა ეს კონტიგენტი და ისიც მოგეხსენებათ, ყველა არჩევნების წინ მთავრობას სულ უფრო მეტი ფული რომ სჭირდება (წელიწადში 30 მილიონი ლარი შედის ბიუჯეტში მხოლოდ ნარკომომხმარებლებთან საპროცესო გარიგებებით), ასეთი საშიშროება არსებობს, მაგრამ მათ, ვინც ამ ცენტრში დადიან, ერთი, ასე ვთქვათ, ჩავარდნაც კი არ ჰქონიათ. ძალიან იშვიათად, ცოტა სასმელს რომ მიიღებენ ცენტრს გარეთ, საღამოს საათებში, ამაზეც უკმაყოფილო ვარ ხოლმე. სამართლიანი რომ ვიყო, ხელისუფლება საქმეში ხელს არ მიწყობს, მაგრამ იმას, რაც ჩემი პაციენტების მიმართ აქამდე არ ყოფილა, წინასწარ ვერ დავაბრალებ. 

ნათიაასეა თუ ისე, “კამარა” .მეთადონისა და სხვა მსგავს პროგრამებს უპირისპირდებახმა დადისრომ “მეთადონის პოროგრამითსერიოზული ფული კეთდება. “კვანტის დადებას” არც კონკურენტებისგან გრძნობ?
– ვანო, იცი, რაშია საქმე? – ხასიათით არაკონკურენტული ადამიანი ვარ, ანუ ვთვლი, რომ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით და კონკურენტებად, მით უმეტეს, პროფესიონალებს არ აღვიქვამ. პროფესიონალებმა ყოველთვის კარგად იციან პარტნიორობის ფასი. თუ ვინმეს ის საკითხები, რაზეც ვმუშაობ, ესმის, ეს ჩემთვის ბედნიერება და ფუფუნებაა. მართალია, ველოსიპედი არ გამომიგონია და ამერიკული პროგრამა ჩამოვიტანე, მაგრამ საქართველოში ე.წ. თავისუფალი ნიშა დავიკავე. “მეთადონის პროგრამის” მინუსი ისაა, რომ ძალიან ბევრი თვითმკვლელობა ხდება, ანუ ამ პროგარამაში, თუ არ ვცდები, 1 300 პაციენტია ჩართული, ყოველწლიურად რამდენიმე თვითმკვლელობა ხდება და ეს კატასტროფაა.

რატომ უბიძგებს “მეთადონი” ნივთიერებაზე დამოკიდებულს სუიციდისკენ?
– არა, “მეთადონი” არ უბიძგებს. ჩანაცვლებითი თერაპია მხოლოდ და მხოლოდ კარგია ქრონიკული მომხმარებლების სამკურნალოდ. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკომანია, როგორც დაავადება, ხშირად მხოლოდ წამალდამოკიდებულება არაა. “მეთადონის” პარალელურად, აუცილებელია პაციენტზე ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ინტენსიური მეთვალყურეობა. ამიტომაც ვამბობ, ყველა რგოლი ერთმანეთს ვჭირდებით-მეთქი.

ნარკომანი შესაძლოაფსიქოლოგიურად არამდგრადი გახდეს?
– ძალიან ახალგაზრდა ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის ზეგავლენას, ანუ თუ ჯგუფში რაღაც ქცევა მიღებულია, ჯგუფისგან გარიყულობის შიშით, ადამიანმა შეიძლება, ისეთ რამ გააკეთოს, რაც მის ბუნებასთან ახლოსაც არაა. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი სკოლებში ე.წ. ჯგუფური თერაპიის პრაქტიკა დაინერგება. საერთოდ, მოზარდთან ინდივიდუალური მუშაობა ნაკლებად ეფექტურია – დამოუკიდებლად ბავშვი შეიძლება, ანგელოზია, მაგრამ ჯგუფში ინდივიდუალურობას კარგავს...

ეს მესმისმაგრამ ყველავინც წამალზეა დამოკიდებულინარკომანი ბავშვობაში ხომ არ გახდა?
– უმეტესობამ წამალი სწორედ ბავშვობაში, ასე ვთქვათ, გასინჯა. ნივთიერებაზე დამოკიდებულთა მეორე ნაწილს კი, ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა – ვთქვათ, ეწყებოდა შფოთვა, რომელიც “ჰეროინით” დაამშვიდა და, საბოლოო ჯამში, კატასტროფამდე მივიდა...

ნარკოტიკის რამდენჯერასე ვთქვათგასინჯვის შემდეგ ხდება ადამიანი წამალზე დამოკიდებული?
– “გასინჯვის” ინტენსიურობას გააჩნია. საერთოდ, ეს ინდივიდუალურია, ანუ ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ჩაითრევს დაავადება. სხვათა შორის, გენეტიკური განწყობაც არსებობს. მაგალითად, იაპონელებს რაღაც ფერმენტი აკლიათ და ამიტომ, რომელიმე საკვებს ვერ ინელებენ. როგორც ჩანს, ჩვენს გენში “ვაზის განწყობა” არსებობს და ამიტომ, ჩვენთან ალკოჰოლიზმის შემთხვევები, ნარკომანიასთან შედარებით, იშვიათია.

ნათიაშენი ინფორმაციითსაქართველოში რამდენი ნარკომანია?
– კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ადრე 200 ათასი იყო რეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ სინამდვილეში 250 ათასი ნარკომანი იყო. დღეს კი, ალბათ, იმიტომ, რომ დაედასტურებინათ, ნარკომანიასთან ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა ეფექტურიაო, 40 ათასს ასახელებენ და ამტკიცებენ, დაავადებამ იკლოო, მაგრამ შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, რომ დაავადება მხოლოდ მაშინ კლებულობს, როცა დაავადებას მკურნალობ.

მოკლედნათიაერთმნიშვნელოვნად ამბნობრომ ნარკომანია კრიმინალი კი არადაავადებააარა?
– ნარკომანია დაავადებაა. კრიმინალი შეიძლება, ფხიზელიც იყოს და არაფხიზელიც. ნარკომანების უმეტესობას მსხვრევადი ბუნება აქვს. ისინი ძალიან დაუცველები არიან. ისე, ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ნივთიერებაზე დამოკიდებული თაობა ვართ.

ასე რატომ ფიქრობ?
– იმიტომ, რომ უამრავი პრეპარატი არსებობს. მახსოვს, ერთხელ, ჩემმა დამ გერმანიიდან სლოკინის მოსახსნელი წამალი ჩამოიტანა. სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ ადამიანები თავიანთი სოციალური პრობლემების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებასაც წამლებს ანდობენ.

ნათია, “კამარაში”, არტ-თერაპიის გარდამკურნალობის კიდევ რა მეთოდი გამოიყენებაან ეფექტი რამდენ ხანში მიიღწევა?
– ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული... სხვათა შორის, თითქმის ყველას, ვინც პირველად ამ ცენტრში მოვიდა, ნიჰილისტური განწყობა ჰქონდა და ამბობდა, ათი წუთით შემოვიარეო, მაგრამ თვეებია, ეს “ათი წუთი” გრძელდება. საერთოდ, აქ იძულებით ვერავის მოიყვან...