“27 მაისის მიტინგით “ქართული ოცნება” ხალხის კონსოლიდაციას მოახდენს!”

“27 მაისის მიტინგით “ქართული ოცნება” ხალხის კონსოლიდაციას მოახდენს!”

ალბათ, გახსოვთ: 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობიდან გადამდგარი მიხეილ სააკაშვილი ცრემლებს “აღვარღვარებდა”. ალბათ, არც ის დაგვიწყებიათ, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის გიგი უგულავა ხან მეპურე რომ იყო და ხან – მეეზოვე. ბუნებრივია, მწვანეკომბინიზონიანი სააკაშვილიც გემახსოვრებათ... მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მშიერმუცელა მოსახლეობის გულისმოსაგებად ილიას, აკაკის, ვაჟასა თუ სხვა კლასიკოსთა აფორიზმებსაც ხშირად იშველიებენ და... ყველაფერი ეს ჩვეულებრივი პიარია და მეტი არაფერი, თუმცა ქართულ პიარს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ამას “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას პიარის სპეციალისტი სოსო გალუმაშვილიც ადასტურებს:


– ჩვენთან პიარი ხანდახან, სამწუხაროდ, ნეგატიურად ითვლება. არადა, პიარი საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობაა და პოლიტიკოსი ვალდებულიცაა, რომ პიარი “ჰქონდეს”, რადგან ხალხთან ეფექტური კომუნიკაციის გარეშე პოლიტიკური პარტიის არსებობა წარმოუდგენელია. ადრე პიარი საჭირო არ იყო, რადგან ადამიანები თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. დღეს კი, პოლიტიკოსი განყენებულად, ანუ პიარის გარეშე არ არსებობს.

მაშასადამეპიარი ერთგვარად დემოკრატიის პირმშოა?
– დიახ, ასე გამოდის.

ბატონო სოსორა ამის პასუხია დასაქართველოში ყველაზე ეფექტური პიარი რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს?
– პოლიტიკურ ასპარეზზე ,,ქართული ოცნების” გამოჩენამდე, ამ კუთხით, რასაკვირველია “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობდა და პიარშიც ყველაზე უკეთ ერკვეოდა. სწორედ ამით აიხსნება, რომ მმართველი გუნდი სხვადასხვა რეიტინგში ლიდერობს. პიარ-კამპანიების დროს “ნაციონალები” აქცენტს იმ პროექტებზე აკეთებენ, რომლებიც განახორციელეს, ან რის გაკეთებასაც მომავალში აპირებენ.

პიარის ინსტრუმენტებს სხვა პარტიებიც იყენებენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ პიარის მთელი არსენალის გამოყენების საშუალება არ ჰქონდათ იმიტომ, რომ პიარ-ტექნოლოგიების ამუშავებას არცთუ ცოტა ფინანსები სჭირდება... „ქართული ოცნების” გამოჩენის შემდეგ, ამ მხრივ კონკურენცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით, პარტიებს შორის კი არა, ქვეყნის გარეთაც შეიცვალა და უცხოური ლობისტი კომპანიების დაქირავება ამ კონკურენციის ნაწილია – პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე აშშ-ის კონგრესში ლობისტები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ჰყავდა. ახლა კი, ლობისტები ,,ქართულ ოცნებასაც” ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” კონკურენცია აშშ-ის კონგრესის კულუარებში მიმდინარეობს.

27 მაისს “ქართული ოცნება” “თავისუფლების მოედანზე” მრავალათასიანი მიტინგის გამართვას გეგმავსარის თუ არა ეს საარჩევნოპიარ-კამპანიის ნაწილი?
– ნებისმიერი აქცია თუ გამოსვლა, გარკვეულწილად, პიარია და 27 მაისს დაგეგმილი “ქართული ოცნების” მიტინგიც, რასაკვირველია, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხერხი და წინასაარჩევნო მოძრაობის დასაწყისია, ანუ ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” შეეცდება, თავის მომხრეებში გარკვეული მუხტი შეიტანოს და მათი კონსოლიდაცია მოახდინოს.

ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარდასხვა პარტიების პიარ-სტრატეგიაზე რას იტყვით?
– ძირითადად, “ლეიბორისტები”, “ახალი მემარჯვენეები” და “ქრისტიან-დემოკრატები” აქტიურობენ, თუმცა ის სტრატეგია, რომელიც ამ პარტიებს აქვთ არჩეული, ცოტა ბუნდოვანი, გაუგებარი და, შეიძლება ითქვას, არასისტემურია. ამ პარტიებმა ახალ პოლიტიკურ რეალობაში თავიანთი ნიშა ჯერ ვერ იპოვეს და ის პიარ-კამპანია, რომელსაც ეწევიან, დამარცხებისთვისაა განწირული.

სოციოლოგიური კვლევები არის თუ არა პიარ-ტექნოლოგიების შემადგენელი ნაწილი? 
– სოციალური კვლევები მხოლოდ პიარის კი არა, პროპაგანდის ძალიან კარგი საშუალებაა. ამიტომ, სოციალური კვლევის შედეგები ყველა პარტიამ აქტიურად უნდა გამოიყენოს. სხვა თუ არაფერი, ეს შედეგები პარტიის მომხრეებს ამხნევებს. ამასთან, მერყევ ელექტორატზეც, ანუ იმ ადამიანებზე, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, კარგად მუშაობს.

ბატონო სოსოშეგიძლიათდამისახელოთ პოლიტიკოსირომელიც არასწორმა პიარმა ,,ჩაიძირა”?
– პოლიტიკური ავანსცენიდან გასვლა კონკრეტულ პიარ-შეცდომაზე არაა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხს უფრო კომპლექსურად განვიხილავ...

გარეგნობაროგორც ვიციპიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიასხვათა შორისპარლამენტის .შინაგანაწესში შედისცვლილებარომლის მიხედვითაცდეპუტატის ჩაცმულობა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს.. 
– პოლიტიკოსისთვის ჩაცმა ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პარლამენტსა და ოფიციალურ შეხვედრებზე პოლიტიკური მოღვაწის ჩაცმა მკაცრ ნორმებს უნდა ექვემდებარებოდეს. აქციებზე კი, პოლიტიკოსი თავისი ჩაცმით ხალხისგან არ უნდა გამოირჩეოდეს.

ბოლოსბატონო სოსოსაქართველოსა და მსოფლიოში პიარის ელემენტებსთქვენი აზრითყველაზე კარგად რომელი პოლიტიკოსიიყენებს?
– საქართველოში ასეთი ძალიან ბევრია. ამიტომ, კონკრეტულად არავის დავასახელებ. რაც შეეხება მსოფლიოს, პიარის კლასიკური პროდუქტი ბარაკ ობამაა.