საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც “იდეებ რა ვუყო” სჭირს, ელექტრონული მთავრობის შექმნა გადაწყვიტა. “ვთქვათ, გინდათ, მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი (არ ვიცი, რა მოემატება მოცულობაში, რაც უნდა დიდი გააკეთო, მაგრამ რაც იქნება) გამოჩნდება შენ წინ. ეს არ არის ფანტაზია... ჩვენ გვყავს მინისტრები, ფეხმარდები და მკვირცხლები არიან, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და შეიძლება, ყოველთვის არ იყოს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია, მუდმივად სხვადასხვა ადგილზე იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება, ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ, აქედან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ იყოს ელექტრონული მთავრობა,” – ეს სუპერმატრიცული განცხადება სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გააკეთა, სადაც “კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” პრეზენტაციას დაესწერო. ეფექტურად იმუშავებს თუ არა ელექტრონული მთავრობა და როდის დაღვინდებიან სააკაშვილის ფეხმარდი მინისტრები? – ამის გარკვევას “ქართული სიტყვა” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ერთად შეეცადა: – რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად, ყოველ დღე გვაქვს ბედნიერება, რომ სხვადასხვა კუთხეში მყოფი პრეზიდენტის გამოსვლას მოვუსმინოთ, რომელიც მოულოდნელი მარგალიტებითაა მდიდარი. სააკაშვილისგან ისეთი იდეებსა და ფრაზებს ვისმენთ, რომლებიც მხოლოდ ჩვენს მეხსიერებას კი არ შემორჩება, არამედ, შეიძლება, 21-ე საუკუნის ისტორიულ დოკუმენტადაც გამოიცეს. ვერ გეტყვით, სააკაშვილი ახალ იდეებს წინასწარ “ამზადებს” თუ ყველაფერი სპონტანურად ხდება, მაგრამ ამ იდეების გაჟღერებით, ალბათ, მის წარმოსახვაში შეჭრილი რომელიმე თემის აღსრულების პროცესი იწყება. ბატონო სოსო, გასაგებია, რომ მსოფლიოში ონლაინ-კონფერენციების პრაქტიკა არსებობს, მაგრამ თუ იცით, რომელიმე ქვეყანას“ელექტრონული მთავრობა” ჰყავს, ან ასეთი მთავრობის მუშაობა ეფექტური იქნება? – “ელექტრონული მთავრობა” უკვე არსებობს – ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, სააკაშვილმა მინისტრებს უბრძანა, ყველამ უპასუხეთ მოქალაქეების სატელეფონო ზარსო. არ გაინტერსებთ, როგორ იმუშავა პრეზიდენტის ამ ბრძანებამ? – ერთი მინისტრი მაინც მოიძებნება, რომელიც ყურმილს თავად აიღებს? მინისტრები ელექტრონული ფორმით, მართლაც, გამოჩნდებიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მათ პრეზიდენტი “გამოითხოვს”. პრეზიდენტი საქართველოს ტერიოტორიაზე მთავრობის მიმოფანტვას ისე აპირებს, რომ თავადაც აღარ ემახსოვრება, თუ რომელი სამინისტრო რომელ ქალაქშია. ამიტომ, იძულებული გახდება, მინისტრი, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ქალაქსა და სოფელშია დაბინავებული, იპოვოს. მოკლედ, სახეზეა მთავრობა ჩამოტარებით და არა – ჩადგმით და ქვეყნის მართვა “ჩაქაფულის რეჟიმშია” გადასული. “ამ ჩამოტარებულ გაჩაქაფულებულ” მთავრობას პოვნა ხომ უნდა? – ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ მთავრობის წევრებს სადმე, მკერდის არეში ჩაუყენონ ჩიპები, რომ ადვილად იპოვონ და მუდმივად იცოდეს პრეზიდენტმა, სად არიან და რას აკეთებენ. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მთავრობის წევრებს შორის კომუნიკაცია მაინცდამაინც ელექტრონული ფორმით უნდა იყოს, თუმცა საკაშვილი ამ იდეის გაჟღერების საფუძველი აქვს და ეს არავისთვის საიდუმლო არაა. რას გულისხმობთ? – ქუთაისში პარლამენტის შენობა ისე აშენდა, როგორც ბუნებრივი კატაკლიზმების შიშით, სათადარიგო აეროდრომები შენდება ხოლმე – 2009 წელს, ფართომასშტაბიანი საპროტესტოს აქციების დროს, პარლამენტს სასესიო სხდომების ჩატარების საშუალება არ ჰქონდა. პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეაც სწორედ მაშინ დაიბადა, რადგან ჩათვალეს, რომ იქ მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცემათ. პრეზიდენტმა “ელექტრონული მთავრობის” შექმნის იდეა იმ არგუმენტით გაამართლა, რომ მთავრობის წევრები სამივლინებო თანხებსუყაირათოდ ხარჯავენ. “ელექტრონული მთავრობით” კი, თანხები დაიზოგება და მინისტრები ონლაინ-რეჯიმში იმუშავებენო... – ნათქვამია, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო – როცა სამივლინებო ხარჯების ეკონომიაზეა საუბარი, ამის მაგალითი, უპირველესად, პრეზიდენტმა უნდა მოგვცეს. მაგალითად, ერთხელ, სააკაშვილი სამხრეთ ამერიკის რომელიღაც უცნობი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წავიდა, სადაც ორი საათი გაჩერდა და მერე, ორი კვირის განმავლობაში, არ ვიცოდით, სად იყო. ამიტომ, უმჯობესია, ჯერ თავისი სამივლინებო ხარჯების ეკონომიაზე ისაუბროს და ქამრები სხვებს მერე შემოუჭიროს. ბატონო სოსო, მართალია, სააკაშვილი სამთავრობო ხარჯების ეკონომიაზე ფიქრობს, მაგრამ პარლამეტის ქუთაისში გადატანა ქვეყნისბიუჯეტს იაფი არ დაუჯდა... – დიახ, ამას უზარმაზარი თანხა დასჭირდა, რომლის გაღებაც იმ ბიზნესმენებს დაეკისრებათ, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში საკუთარი სურვილით არ აღმოჩნდებიან. ისე, ბენზინის ხარჯის ზრდაც სწორედ ხელისუფლების ინეტერესებში შედის და, მერე, ძიებას რომ დაიწყებენ, სადაა ელიტური კორუფციაო, მაშინ ერთად დავჯდეთ და შევისწავლოთ ბენზინის იმპორტის ავკარგიანობა, თუ როგორ ხდება ფასის მყისიერი ცვლილება ერთი თეთრი სიზუსტით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რომელი არაელიტური პირი შეძლებს, ასე მართოს ბენზინის ბაზარი?! სხვათა შორის, თბილისში საწინააღმდებო მიმართულებით სვლა მაქსიმალურად სწორედ ამიტომ გაართულეს და გზაც 3-4-ჯერ დააგრძელეს. იმის თქმა გინდათ, რომ გზის დაგრძელება მიზანმიმართულად ხდება? – ბენზინის ხარჯვა ხელისუფლების ინეტერესებში შედის – რაც მეტი ბენზინი იხარჯება, მით მეტი შემოსავალი აქვს ბენზინის იმპორტიორს და მას მოგება სახლში რომ მიჰონდეს, აქამდე ბენზინის ფასი განახევრებული იქნებოდა. პრეზიდეტმა, როცა “ელექტრონულ მთავრობაზე” საუბრობდა, ზურაბ ადიშვილი არცთუ კორექტულად მოიხსენია, არ ვიცი, რა მოემატებამოცულობაში ზურაბ ადიშვილს, რაც უნდა დიდად გააკეთო, მაგრამ რაცაა, ეს გამოჩნდება შენს წინო... – ეს ჩვენი პრეზიდენტის იუმორის ფორმაა – საკუთარ გაბარიტებთან შედარებით, ადეიშვილის ფიზიკური მონაცემები ეპატარავება, თორემ მასზე სანდო მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში არ ეგულება, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ადეიშვილი უკიდეგანო უფლებების ადამიანია. არავისთვის არც ისაა საიდუმლო, რომ ადეიშვილი ქართული სასამართლოს და სამართლიანობის “აზრთაგამრიგეა”. ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, სააკაშვილის მთავრობას დღეები აქვს დათვლილი და ამას მმართველი გუნდის უნიჭო პიარ-კომპანიაცმოწმობსო. ამ აზრს ეთანხმებით? – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პრეზიდენტის ჯანმრთლეობას, ნამდვილად, ზიანი მიაყენა, მაგრამ აგონიის ნიშნებს ვერ ვხედავ, პრეზიდენტმა თვლა კარგად იცის და ახსენა კიდეც, 3-4 წლის განმავლობაში ისევ თავისი საქმის კეთებას რომ აპირებს. ამასთან, სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატრების გარანტიაა. ორ კურდღელს შეიძლება, მამაცი მდევარი გამოეკიდოს, მაგრამ თუ ორი კურდღელი სხვადასხვა მხარეს გარბის, მდევარი შეიძლება, უხერხულ პოზაში აღმოჩნდეს. ბატონო სოსო, მოდით, სოციალურ კვლებებსაც შევეხოთ, რომლის მიხედვითაც, პირველ სამეულში “ნაცმოძრობა”, ბიძინა ივანიშვილისადა გიორგი თარგამაძის პარტიები არიან. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვარაუდი, რომ არჩვენებში ბარიერს სწორედ ეს სამი პარტიაგადალახავს... – “ენ-დი-აი”-სა და “აი-რა-ი”-ს კვლევები, ქართული მენტალიტეტიდან და იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, სანდოობის საფუძველს არ იძლევა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ მოქალაქეთა იმ რაოდენობას, რომელიც არსებულ რეალობას მორგებულია და ქვეყანაში შერჩევით სამართლიანობას ეგუება, ამ გამოკითხვებში შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა”, მართლაც, ლიდერობდეს. ანუ, მოსახლეობა “შეჩვეული ჭირის” პრინციპით ხელმძღვანელობს? – ვინც შეჩვეულია, იმისთვის ეს ჭირი არაა, რადგან ის გადმოგდებული ლუკმის იმედად ცხოვრებას. ის, ვისაც ლუკმას უგდებენ, თავს ბედნიერად გრძნობს. ნათელია, რომ პრეზიდენტის ინტერესებში საშუალო ფენის არსებობა არ შედის, მას სჭირდება ოლიგარქები და ბოგანოები, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად თვითკმარ საზოგადოებას ის მიერეკება ბოგანოს სტატუსისკენ, რადგან ოლიგარქების ნიშა უკვე შევსებულია. ქვეყანაში კორუფცია ლიცენზირებული ბიზნესის ერთ-ერთი ფორმაა, ამ ლიცენზიას სამი კაცი გასცემს, მაგრამ რაც უნდა გენიოსი ბიზნესმენი იყო, თუ საქმე ოლიგარქიასთან არ გექნება, უმალ ან ყველაფერს დაკარგავ ხელისუფლების სასაგარგებლოდ, ან ციხეში აღმოჩნდები. ამის ერთადერთი მეხამრიდი ემიგრაციაა – თუკი ვინმეა გასული საზღვარგარეთ, სწორედ უიღბლო ბიზნესმენია, რომელიც უფრო სამართლიან გარემოში არსებობას ცდილობს. ბატონო სოსო, “ნაციონალები” კონსტიტუციას წამდაუწუმ ცვლიან. ეს “დემოკრატობანას” თამაშია? – კონსტიტუციასთან ზედმეტად გაშინაურება, უპირველეს ყოვლისა, სრულ პოლიტიკურ უკულტურობას ნიშნავს. “კანონი – ეს მე ვარ!” – ამ ცნობიერებით ქვეყნის მართვა, რასაკვირველია, სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს, თუმცა მათი ამოცანა ასეთია: ჩვენს ქვეყანაში ხელუხლებელია არა კონსტიტუცია, არამედ, – პრეზიდენტის სიჯიუტე, ანუ მას ვერ შეეხები, ვერ მიაბრუნებ რომელიმე პოზიტიური ნაბიჯისკენ. არსებობს ზღვარი სიჯიუტესა და სიბრიყვეს შორის, რომელიც არ უნდა გადაილახოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ კონსტიტუციური ვაქხანალიით ეს ზღვარი არ გადაილახა. ისე, კარგი იქნება, თუ ისწავლიან, რა არის დემოკრატია, სახელმწიფო, კონსტიტუცია... სამწუხაროდ, ათწლიანი ექსპერიმენტის რეჟიმში ვართ და ღმერთმა ქნას, ამ ექსპერიმენტს თავი ისე დავაღწიოთ, რომ სავალალო შედაგამდე არ მივიდეთ. როგორც სააკაშვილმა ბრძანა, ქვეყანას დაუღვინებელი და ფეხმარდი მთავრობა ჰყავს. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, მინისტრებისდაღვინებას დაველოდოთო... – შეიძლება, უნიკალური ექსპერიმენტის მოწმენი გავხდეთ – ამ ფეხმარდ და დაუღვინებელ მთავრობას დაღვინების პროცესი ისე გამოეპაროს, რომ უმალ დაძმარდეს. მუდმივად 20-30-წლიანი პერსპექტივებზე ლაპარაკობენ და ძალიან ბევრ საკითხში, ცდილობენ, საბჭოთა წინამორბედებს მიბაძონ. მოგახსენებთ ორ ციტატას, რომლის მიხედვითაც მივხვდებით, ვინაა “ნაციონალური მოძრაობის” იდეური მამა. პირველი ციტატა ასეთია: “ცუდია ის რევოლუციონერი, რომელიც მწვავე ბრძოლის მომენტში შეჩერდება კანონის ხელშეუხებლობის წინაშე,” ანუ რევოლუციონერებო, მიადექით კონსტიტუციას და რაც გინდათ, ის უყავითო. ამ ფრაზის ავტორი ვლადიმერ ლელინია. მეორე ციტატა კი, ასეთია: “ჩვენ გვჭირდება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე – დემოკრატია.” კომუნისტებს პარტიის წევრებს შორის ამხანაგური ურთიერთნდობა, ანუ დემოკრატიაზე მეტად საკუთარი პარტიის წევრთა თანამზრახველობა მიაჩნიათ კარგ ტონად. ამ შეგონების ავტორიც ვლადიმერ ლენინია. სულ სხვა რამეს ამბობს ამერიკის პრეზიდენტი დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, “ნაციონალური მოძრაობა” კი, მხოლოდ ლენინის თეზისებით ხელმძღვალელობს. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ლენინი ის სათნო ბიჭუნა არ იყო, რომელიც ამბობდა, სწავლა, სწავლა და სწავლაო. ესეც ლენინის ციტატაა: “მოკალი, მოკალი, მოკალი სასტიკად!” დროა, ჩვენი ხელისუფლება შეჩერდეს და ლენინს აღარ მიბაძოს, თორემ თავადაც უფსკრულში გადაიჩეხება და ქართულ სახელმწიფოსაც გადაჩეხავს. |