"თბილისში გეიაღლუმი სპეცსამსახურებმა მოაწყვეს" - რუსთაველზე სექსუალური უმცირესობების აქცია დაარბიეს

 

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო გეიაღლუმი, ეს იყო სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომ მოსახლეობის ყურადღება იმ სერიოზული პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც დღეს ქვეყანაშია, გადაიტანონ სხვა საკითხებზე. ამ ე.წ გეიაღლუმის ორგანიზატორები პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არიან სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ასრულებენ აგენტურ დავალებებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანი იყო დაძაბულობა შემოეტანათ მოსახლეობაში. მე თავად შევესწარი ამ მოვლენას და ხალხი ამას დიდი აღშფოთებით შეხვდა. სწორედ ეს უნდოდათ - გამოეწვიათ უბრალო გამვლელები, მომხდარიყო შეტაკება", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სანდრო ბრეგაძე: "თბილისში გეიაღლუმი სპეცსამსახურებმა მოაწყვეს".

"ესენი არიან უზნეო ადამიანები, აგენტები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ სპეცსამსახურების დავალებას. ჩვენ გვაპატიმრებენ არაფრის გულისთვის, მაინტერესებს, რატომ არ იქნენ დაპატიმრებული ამ უმსგავსო და პროვოკაციული აქციიის ორგანიზატორები და მონაწილეები? იმიტომ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ იყო ეს ყველაფერი ინსპირირებული. ხელისუფლების მარალჩონოსნები მფარველობენ ამ ე.რ. გეებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ქართველი ერის საწინააღმდეგო მოქმედებას. გეიაღლუმის ორგანიზატორები იქცეოდნენ საკმაოდ გამომწვევად, ორმა მათგანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გამვლელს. საქართველოში დავედით იმ დონეზე, რომ ჰომოსექსუალები ჩვენს მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ ქუჩაში. თქვენი გაზეთის საშუალებით მე პირველად განვაცხადე, რომ ეს აქცია იგეგმებოდა - მილიონნახევარი ამერიკული დოლარი გამოიყო ამისთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

"ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, თბილიში და მოსახლეობის 98-99% არია ტრადიციული ქართული ზნეობის და მორალის მატარებელი ადამიანი. ესენი არიან მორწმუნე ადამიანები და როგორია, როდესაც ასეთი უზნეობის პროპაგანდა ხდება ცენტრალურ ქუჩებში. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება საშინელი რეაქცია მოსახლეობის მხრიდან და ეს აუცილებლად გადაიზრდება შეხლა-შემოხლაში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ეს ავადმყოფი ხალხი გადმოდიან შეურაცხყოფაზე, იმიტომ, რომ ასრულებენ სპეცსამსახურების შეკვეთას. პირდაპირ ვახცადებ - ეს ხალხი ასრულებს ძალოვანი სტრუქტურების დავალებებს, რატა მოხდეს პროვოცირება. ეს ადამიანების კონტროლდებიან ხელისუფლების საკმაოდ მაღალი ფენის მიერ. მათ უნდა იხმარონ ჭკუა, იმიტომ, რომ ისევ და ისევ მათ შემოუბრუნდებათ ცუდად", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სწორედ დავით გარეჯის თემის გადასაფარავად მოაწყვეს ეს სიბინძურე. მოსახლეობას ყველანაირი გაჭირვების ატანა შეუძლია, მაგრამ ვერასოდეს ვერ აიტანს ასეთი უზნეობის პროპაგანდირებას. ამის პროპაგანდირება აბსოლუტურად ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში იზღუდება და აბსოლუტუტურად ყველა ნორმალურ ქვეყანაში იკრძალება. რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ვერ იქნებიან. ჩაიხედონ ევროპულ კანონმდებლობაში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჰომოსექსუალიზმის და უზნეობის პროპაგანდა ისჯება კანონით", - დასძენს სანდრო ბრეგაძე.

"რეზონანსი" მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმღძვანელსაც დაუკავშირდა. ავთანდილ უნგიაძე ამბობს, რომ ისინი სექსუალურ უმცირესობებს არ ებრძვიან, მაგრამ ტრანსპარანტებით მსვლელობა ეს უკვე პროპაგანდაა, რასაც ისინი ვერ დაუშვებდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსთაველზე სექსუალური უმცირესობების აქცია დაარბიეს / "როდესაც სექსუალური უმცირესობების ქუჩაში ტრანსპარანტებით გამოდიან, ეს უკვე ცოდვის პროპაგანდაა".

"როდესაც ისინი ქუჩაში ტრანსპარანტებით გამოდიან, ეს უკვე ცოდვის პროპაგანდაა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. იქ მივიდა აღშფოთებული ხალხი, რომლებსაც ჩვენ ვაკავებდით . მადლობა ღმერთს, რომ სასულიერო პირები იყვნენ იქ. ხალხის დაშოშმინება რომ ვერ მოგვეხერხებინა, დიდი შანსი იყო ყველაფერი სავალალაო შედეგით დასრულებულიყო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ უნგიაძე. 

"ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება სახალხო დამცველის აპარატმაც გააკეთა: "თანასწორობა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს წამყვანი ღირებულებაა და ყველა ინსტიტუტის საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპს უნდა წარმოადგენდეს. ტოლერანტული ღირებულებების განვითარება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, მაშინ როდესაც ჰომოფობია სოციალურ ჯგუფთა შორის უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს. თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების პატივისცემა და მიღება... ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი სახის სიძულვილისგან და ყველა თანასწორი იქნება განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. აქციის დაშლა აშშ-ის ელჩნმა ჯონ ბასმაც გააკრიტიკა, რომლის თქმით, აზრის გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს - მათ შორის სექსუალურ უმცირესობებსაც", - წერს სტატიის ავტორი.