"ყვარელში მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისა, რომ საძოვრები აღარ დარჩათ, თითქმის ყველა გაყიდულია, არადა მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო მესაქონლეობაა. ეს საძოვრები ძირითადად ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს აქვთ ნაყიდი, თან მინიმალურ ფასად და საძოვრებთან დაკავშირებით ჩივილი თითქმის ყველა სოფელში იყო. თითქმის არც ერთ სოფელში არ არის წყალი", - აცხადებს "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუგული მაღრაძე: ყვარელში მასწავლებლებს წინაწარ შემოხაზულ 10-10 საარჩევნო ბიულეტენს დაურიგებენ.
"ასევე თითქმის ყველას სჭირდება სამედიცინო დახმარება. უამრავი ადამიანი მოდიოდა, რომელთაც ოჯახის წევრების მკურნალობის ფული არ გააჩნდათ. ზოგ სოფელში გაზი არის შეყვანილი, მაგრამ მოსახლეობამ რომ ის ოჯახში შემოიყვანოს, 800 ლარია გადასახდელი: მისახლეობამ შემოგვჩივლა, მთელი დღეები პლანტაციებში მარწყვს ვკრეფთ, რომ ერთ კილოგრამში 3 ლარი ავიღოთ, დანარჩენი მეპატრონეს მიაქვს, 800 ლარი საიდან უნდა მოვიტანოთო. იმდენად ღატაკია სოფლებში მოსახლეობა, რომ უმწეოთა პროგრამაში ჩასმას იხვეწებიან - ასეთი პრობლემების ფონზე "კომპიუტერის ცოდნის გავრცელებაზე" საუბარი დაცინვაა. დაცინვაა ასევე ყვარლის ტბა. გვითხრეს, რომ ვერც ერთი ადგილობრივი ვერ ახერხებს ტბაზე გაისეირნოს, მიახლოებაც კი ფასიანია და ჩვენს ამის ფულის საიდან გვაქვსო. აქ მხოლოდ მდიდარი თბილისელები ჩამოდიან ან ხელისუფლების წარმომამდგენლები ატარებენ შეკრებებსო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუგული მაღრაძე. "გვითხრეს, განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე იყო ჩამოსული და მასწავლებლებს ინსტრუქციებს აძლევდა, არჩევნებზე როგორ უნდა მოიქცნენო. კონფიდენციალურად გვითხრეს, რომ მასწავლებლებს წინასწარ შემოხაზული ბიულეტენი მიეცემათ და თითოეულმა 10 სხვა ადამიანს უნდა მიაცემინოს ხმა "ნაციონალური მოძრაობისთვის" - ეს ნამდვილად იტქვა შეხვედრაზე. ალბათ, მასწავლებებს ჰქონდათ წინა არჩენვენბზე ე.წ. სომხური კარუსელის გამოცდილება დფა ამიტომაც ტქვეს ეს . თუმცა, მგონია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტროლო იქნება და მსგავსი რამ გაჭირდება. მასწავლებელი ამას საჯაროდ ვერ იტყვის, ამის გამო შეიძლება პრობლემების შეექმნათ. სოფელში ხალხს ფული არ აქვს და ერთი მასწავლებელი შეიძლება მთელ ოჯახს არჩენდეს და ხელფასის დაკარგვის ყველას ეშინია", - განაგრძობს რესპონდენტი. "სხვათა შორის, ყვარელში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს, ნაციონალური არხების გარდა არ აქვთ სხვა მაუწყებლობა და ამიტომაც ვერავისთან ვერ ამბობენ ასეთ ფაქტებზე. ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ, რადგან ხშირია დაშინებები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა უმწეოთა პროგრამის მოხსნისა და დახმარების გარეშე დატოვების მუქარა. ჩვენი კოალიცია ასეთ ფაქტებს აგროვებს. როცა ერთი-ორი გაბედული ადამიანი გამოჩნდება, ვინ კონკრტეტულ მაგალითებს დაასახელებს, შეგვეძლება მარტო ცარიელი ლაპარაკით არ შემოვიფარგლოთ და კონკრეტული ადამიანების სახელით გავასაჯაროოთ დარღვევები", - დასძენს გუგული მაღრაძე. "მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა - საქართველოში პედაგოგი არ არის თავისუფალი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. პედაგოგი დამოკიდებულია ხელსიუფლებაზე. მას აიძულებენ იყოს მმართველი გუნდის მხარდამჭერი. პედაგოგს ეუბნებიან, რომ შენ ხარ საჯარო მოხელე და არა გაქვს უფლება, გქონდეს შენი პოლიტიკური შეხედულებები", - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების წევრი მანანა ნაჭყებია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მანანა ნაჭყებია: მერაბიშვილი პედაგოგებს ატერორებს. |