ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა უვიზოდ შევიდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა უვიზოდ შევიდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველას - საქართველოს მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა, რომ უვიზოდ შევიდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,ძალიან დიდი იმედით ვუყურებ იმ განცხადებებს, რომელებიც გაკეთდა ევროკავშირის ძალიან მაღალი დონიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველას - საქართველოს მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა, რომ უვიზოდ შევიდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”, - განაცხადა სოფო კილაძემ.

„შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმება მიღწეულია. „ასე რომ, შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“, - ამის შესახებ სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრი, ჰოლანდიელი დეპუტატი კატი პირი წერს.