უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ევროკავშირმა კომპრომისს მიაღწია „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე, - წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“.
„დამაიმედებელი სიახლე მივიღე ბრიუსელიდან. „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით კომპრომისი მიღწეულია. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ“, - დაწერა სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ დაწერა, რომ „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმება მიღწეულია და შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“.