გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი

გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროში აშშ-ს ელჩს სამანტა პაუერს შეხვდა. 
როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, როგორც საქართველო - ამერიკის ორმხრივ დღის წესრიგში, ასევე, იმ საერთაშორისო დღის წესრიგში, რომელიც დგება გაეროში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამანტა პაუერი ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის საკითხით დაინტერესდა. მხარეებმა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზეც ისაუბრეს. განიხილეს ასევე, საქართველოს OGP-ის მომავალი თავმჯდომარეობის თემაც.