თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული პროცესი ევროპარლამენტში დაჩქარდება

თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული პროცესი ევროპარლამენტში დაჩქარდება

შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული პროცესი ევროპარლამენტში დაჩქარდება. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის. როგორც იცით, ეს იყო მთავარი ტექნიკური შეფერხება, რაც იწვევდა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროში გადავადებას. როგორც კი პარლამენტში შევა ეს საკითხი და დაიწყება მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, ძალიან დაჩქარდება პროცესი. საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში ყველა პარტიის მხრიდან, რომელიც არის წარმოდგენილი ამ საკითხში. ჩვენ დღეს საფრანგეთშიც, აქაურ დეპუტატებთან გვქონდა საუბარი და ყველა ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ასე რომ, რაც უფრო მალე დაიწყება პარლამენტში განხილვა, ვფიქრობ, მით უფრო მალე შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, უვიზო მიმოსვლით სარგებლობას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თამარ ჩუგოშვილმა. 

შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია. „ასე რომ, შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“, - ამის შესახებ სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრი, ჰოლანდიელი დეპუტატი კატი პირი წერს.