ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური ბარიერი გადალახულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ახლა უკვე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ”ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური ბარიერი გადალახულია. ახლა უკვე ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე უნდა დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. ევროპარლამენტში საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, ფორმალურად უნდა დაველოდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება დააფიქსიროს ევროპარლამენტის ყველა წევრმა, თუ როდის ამოქმედდება ეს, ჩაიწერება გადაწყვეტილებაში, ასე რომ დეტალების დაზუსტებას უნდა დაველოდოთ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე”, - განაცხადა თალაკვაძემ.