ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ „ტვიტერში“ ევროპარლამენტის წევრი კატი პირი წერს.
ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ მომავალ კვირას უკვე შესაძლებელია საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრა.
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა ძალაში.