პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გაეროს განვითარების ფონდთან ერთად, კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც მომავალი წლის იანვრის ბოლოსთვის მზად იქნება.
იურიდიულ საკითხთ კომიტეტის გეგმებთან დაკავშირებით ბესელიამ განაცხადება კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისივე ინფორმაციით, დეკემბრის მეორე ნახევარში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან ფართო წარმომადგენლობით შეხვედრას გამართავს. ბესელიას განცხადებით, კომიტეტი სათანამშრომლოდ მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოს და მოფიქრებული უნდა იყოს თანამშრომლობის ახალი ფორმატები შესაბამისი პროფილის იურისტების, საერთაშორისო სამართლის სპეციალიტების, ახალგაზრდებისა და სტუდენტების უფრო აქტიური ჩართულობით.
“ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტი, რომელიც არის წარმომადგენლობითი, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტი, იყოს გახსნილი საზოგადოებისთვის და ჩვენ მეტად გვესმოდეს საზოგადოების ხმა და განწყობა, როდესაც კონკრეტულ კანონებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე.