2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება გათვალისწინებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე სახელფასო ანაზღაურების ფონდის 10%-იანი შემცირება.
”ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც კვირის ბოლომდე წარვადგენთ საკრებულოში, უკვე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების 10% შემცირებას. ჩვენ ისედაც შემცირებული გვქონდა დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა დამატებით შემცირდა. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზრაურების ფონდის 10 %-იან შემცირებასაც,” - განაცხადა ნარმანიამ.