პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი ინიშნება. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამის ბრძანებას დღეს მოაწერს ხელს.
პარლამენტის აპარატის მომავალი ხელმძღვანელი “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 49-ე ნომერია. სია სწორედ მასზეა "გაჩერებული", ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პროპორციული სიით 48 დეპუტატი შეიყვანა.
ანრი ოხანაშვილი პარლამენტში გუშინ იმყოფებოდა. მან თბილისის შენობა დაათვალიერა და თანამშრომელთა ნაწილს შეხვდა.