თუ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში პრეზიდენტი მნიშვნელოვანი სტატუსით არ იქნება წარმოდგენილი, ეს დააკნინებს ამ კომისიის მნიშვნელობას და სტატუსს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის გადახედვის და საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოსაფიქრებელი თემა და განსასაზღვრია, კონკრეტულად რა იქნება კომისიის მანდატი და ვინ შევა კომისიის შემადგენლობაში.
”როდესაც საქმე ეხება კანონს და მითუმეტეს, ქვეყნის ძირითად კანონს, როგორიც არის კონსტიტუცია, მაქსიმალურად ინკლუზიური, წარმომადგენლობითი, ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს ფორმატი, რომელიც იმუშავებს ამ ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, თუ ამ ფორმატში მნიშვნელოვანი სტატუსით არ იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, ეს დააკნინებს ამ კომისიის მნიშვნელობას, სტატუსს და ძალიან ცუდი იქნება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.