ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ჩვენი დაანონსებული მიმართულებაა, რასაც აუცილებლად შევასრულებთ

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ჩვენი დაანონსებული მიმართულებაა, რასაც აუცილებლად შევასრულებთ

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ჩვენი დაანონსებული მიმართულებაა, რასაც აუცილებლად შევასრულებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს.

კილაძე ირწმუნება, რომ შესაბამისი ინიციატივები აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.

“ჩვენ უამრავჯერ - წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, განვაცხადეთ, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ სერიოზული გეგმები გვაქვს. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აუცილებლად ლიბერალიზაციის კუთხით წავალთ. ეს ჩვენი დაანონსებული მიმართულებაა, რასაც აუცილებლად შევასრულებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კილაძემ.

“ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მან ის პოზიცია, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში, “გირჩის“ საკანონმდებლო პროექტის განხილვისას დააფიქსირა, კილაძემ განმარტა, რომ მისთვის კონკრეტული ინიციატივა არ იყო მისაღები და დღესაც იგივე პოზიციაზე რჩევა.

“ინიციატივასაც გააჩნია, თუ რა ფორმით და როგორ გაკეთდება“, - აღნიშნა მან.