ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ეს ერთგვარი ღალატია, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა, - განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი დელეგაცია საჯაროდ ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობდნენ, კარგად მესმის, თუ კიევში იმედგაცრუებულები დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველია, აღნიშნა, რომ უკრაინამ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ევროკავშირის დამოკიდებულებას ღალატად მიიჩნევს.
„უფრო უხეშ სიტყვასაც გამოვიყენებდი. ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ეს ერთგვარი ღალატია, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა“, - დასძინა ანდერს ფოგ რასმუსენმა.