ანგელა მერკელი:   გერმანიის ტერიტორიაზე ჩადრის ტარება უნდა აიკრძალოს

ანგელა მერკელი: გერმანიის ტერიტორიაზე ჩადრის ტარება უნდა აიკრძალოს

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თავისი პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიის ტერიტორიაზე ჩადრის ტარება უნდა აიკრძალოს, - წერს CNN.

„ჩადრი არ არის შესაბამისი აქ, მისი ტარება უნდა აიკრძალოს ყველგან, სადაც ეს სამართლებლივად შესაძლებელია, ვინაიდან ის ჩვენ არ გვეკუთვნის“, - განაცხადა ანგელა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატების კავშირის კრებაზე.

ჩადრის ტარების აკრძალვის ინიციატივით ჯერ კიდევ აგვისტოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მაიცირე გამოვიდა.

„ჩადრი არ ჯდება ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესში, ის შეუსაბამოა კომუნიკაციისთვის, საზოგადოებაში ჩართულობისთვის. ამიტომაც ვითხოვთ, რომ სახე გამოაჩინო“, - აღნიშნა თავის დროს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.