ინდონეზიაში 6, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 6, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 6, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით, Reuters -ი ავრცელებს. 

როგორც ცნობილი გახდა, ეპიცენტრი აჩეჰის პროვინციაში იყო. ამ დროისთვის ცუნამის საშიშროება არ არსებობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, 6, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 24 ადამიანი ემსვერპლა, დაშავებულია ათობით მოქალაქე. 

ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზდება.