მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და მათი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის კატასტროფაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.
„ეს არის ხარჯების ზრდა ბიუროკრატიაზე, ეს არის გადასახადების გაზრდა და ცხოვრების გაძვირება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან მცირე და საშუალო შემოსავლის. ეს არის გზა კატასტროფისკენ, რომელსაც ივანიშვილის გუნდი აგრძელებს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
ამ კონტექსტში ბოკერიამ აღნიშნა, რომ ავტომობილებთან დაკავშირებული ინიციატივა ხარჯებს ყველაზე მეტად იმ ადამიანებს გაუძვირებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.