თამარ ხულორდავა და აკაკი ზოიძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

თამარ ხულორდავა და აკაკი ზოიძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

aევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზექი ლევენთ გურმუქჩუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე იმსჯელეს, ასევე, საქართველოსა და თურქეთის პერსპექტივების შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, დღესვე ზექი ლევენთ გურმუქჩუ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს შეხვდა. მხარეებმა სახელმწიფოებრივი ხედვები გააცნეს ერთმანეთს. აკაკი ზოიძემ კომიტეტის შესაძლებლობებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა. მან რეფორმების განხორციელების პროცესში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა მჭიდრო და აქტიური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგემებზე ისაუბრეს.