საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე ლიტვაში დააკავეს

საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე ლიტვაში დააკავეს

საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე ლიტვაში დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვური მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო BN-ი იტყობინება, ზურაბ მაისურაძის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

ლიტვური მედიის ინფორაციით, მაისურაძე კიევიდან ვილნიუსში ჩაფრინდა, სადაც ის ლიტველმა მებაჟეებმა რუსეთის ინიციატივით გაცემული ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს.

სააგენტო Delfi-ის ცნობით, ზურა მაისურაძეს 4 დეკმებერს ვილნიუსის სამოქალაქო სასამართლომ ცხრა დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.