ბათუმში სროლის შედეგად თურქი ბიზნესმენი დაჭრეს. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფრომაციით, დაჭრილი ბიზნესმენი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინსტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.