ირაკლი კობახიძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართული. 

"საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში დასრულდება. ფორმატზე ჩამოყალიბების შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარების გაკეთება", - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობის შესაძლებლობის საკითხზე კომენტირებისას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება ჩართული, თუმცა კონკრეტულ პირებზე საუბრისგან კი თავს იკავებს.