მთავარმა პროკურატურამ, სავარაუდოდ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. უწყებაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა, შესაძლოა, მთავარ პროკურატურაში დღეს დაგეგმილი საგანგებო ბრიფინგი სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ თავად ფოტოგრაფები.
უწყებაში საგანგებო ბრიფინგი 14:00 საათზეა დანიშნული.