საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნოვი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, - იუწყება ფრანგული Le Figaro.
მან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მანუელ ვალსი ჩაანაცვლა, რომელმაც გუშინ საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობასა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.