მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 2016 წლის 6-7 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში იმართება. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. 
მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს შეხვდება.