არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS-ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხიბაშარ ასადს აირჩევსარანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო″ - განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
გეითმა ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.
წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm