2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს, რაც ბიზნესს დამატებით სტიმულს მისცემს

2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს, რაც ბიზნესს დამატებით სტიმულს მისცემს

2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს, რაც ბიზნესს დამატებით სტიმულს მისცემს, რათა განხორციელდეს კერძო ინვესტიციები, რაც დააჩქარებს გარკვეულ წილად ეკონომიკურ აქტივობას, - ამის შესახებ 2030.news-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის პრიორიტეტი სამთავრობო გეგმის შესრულებაა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც მთავრობამ დაისახა, მისი დიდი ნაწილის განხორციელება 2017 წელს დაიწყება.

„დაახლოებით 15 მილიარდ ლარამდე მოხდება ბიუჯეტიდან დაფინანსება ინფრასტრუქტურული პროექტების. ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტის განათლება, რადგან გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ კვალიფიციური კადრებით მიიღწევა და განათლების რეფორმის ძირეული გარდაქმნა იგეგმება.  რა შეეხება ახალი ინიციატივებიდან შემოსულ თანხებს ბიუჯეტში, აქციზიდან ველოდებით დამატებით დაახლოებით 550-დან 600 მილიონ ლარამდე შემოსავალს და ეს შემოსავალი მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ქვეყანას პირველ რიგში სჭრდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა იმ გამოწვევების ფონზე, რა გამოწვევებიც გვაქვს რეგიონში. სწრაფი ზრდა არის მთავარი წარმმართველი, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი დასაქმებული და დასაქმებულ ადამიანს ჰქონდეთ უფრო მეტი შემოსავალი, ამიტომ ჩვენი ბიუჯეტის მთავარი მიზანი იქნება სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული და ამ მიზნით მოხდება 4 პუნქტიანი გეგმის სრულად დაფინანსება, რა ხარჯებსაც მოითხოვს მთავრობა”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.