შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ოზურგეთში

შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ოზურგეთში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისსაერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგამგებელი მერაბ ჭანუყვაძე საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ესტუმრა დაცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.

„ ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ თქვენს ორგანიზაციასთან, ის არის ერთ-ერთისამაგალითო მთელს ქვეყანაში. აქ არის არაჩვეულებრივი გარემო. ცენტრისბენეფიციარები ყოველ ჯერზე გვაკვირვებენ თავისი მიღწევებით, სიახლეებით. ესუდაოდ ხელმძღვანელობის სწორი მიდგომის და აქტიურობის დამსახურებაა.ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მზად ვართ ყოველთვისგვერდით დავუდგეთ თქვენს ნებისმიერ წამოწყებას ,“- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემსაქველმოქმედო „გურიას“ წარმომადგენლებს.

მასპინძლებმა მცირე საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.