როდესაც თბილისელებს უმძიმესი სოციალური პირობები აქვთ, ათი ათასობით ლარი მერიის თანამშრომლების

როდესაც თბილისელებს უმძიმესი სოციალური პირობები აქვთ, ათი ათასობით ლარი მერიის თანამშრომლების "დახვეწილობის კურსებზე" იხარჯება

„როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უმძიმესი სოციალური პირობები, ათი ათასობით ლარი იხარჯება მერიის თანამშრომლების "დახვეწილობის კურსებზე", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის შემსწავლელი ტრენინგი ჩატარდება.

„მაშინ როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უმძიმესი სოციალური პირობები, მერიის თანამშრომლებზე იხარჯება ათი ათასობით ლარი, რათა მათ ისწავლონ რომელ ხელში დაიჭირონ დანა და ჩანგალი და იარონ "დახვეწილობის კურსებზე", როგორც ერთ-ერთ პოპულარულ სერიალშია, ჩემი აზრით, ამორალურია და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რა ხელისუფლებასთან აქვს საქმე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.