კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, ჩაიხედონ, რაში იხარჯება ფული

კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, ჩაიხედონ, რაში იხარჯება ფული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კონკრეტული თანამდებობის პირებს უკრჩევს, რომ დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ. 

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის შემსწავლელი ტრენინგი ჩატარებას შეეხებოდა.  

მამუკა მდინარაძის თქმით, ტრეინინგები საჭიროა, მაგრამ კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია.

„კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, რომ მსგავს დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ, რომ მსგავსი საკითხები აქტუალური არ გახდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია. გულწრფელი არ ვიქნები. ჩაიხედონ და ნახონ, თანხები რას ხმარდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.