სერგეი ლავროვის განცხადებით, ამ კვირაში მოსკოვი და ვაშინგტონი ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ

სერგეი ლავროვის განცხადებით, ამ კვირაში მოსკოვი და ვაშინგტონი ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ამ კვირაში მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმებას მიაღწევენ სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მეამბოხეების გაყვანის შესახებ, - იუწყება სააგენტო Reuters.

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ის მეამბოხეები, რომლებიც დარჩებიან ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში მიჩნეულნი იქნებიან ტერორისტებად და რუსეთი მხარს დაუჭერს სირიის არმიის მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაში.

„ის შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც უარს იტყვიან ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დატოვებაზე ტერორისტებად იქნებიან მიჩნეულნი. ჩვენ მათ ტერორისტებად, ექსტრემისტებად ჩავთვლით და მხარს დავუჭერთ სირიის არმიას მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაში“, - განაცხადა ლავროვმა.

სამშაბათს საღამოს ან ოთხშაბათს დილით ჟენევაში რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს დაიწყებენ ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის თაობაზე.