ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრიტანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გავაღრმაოთ

ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრიტანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გავაღრმაოთ

ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ბრიტანელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა, ხოლო მომავალი თანამშრომლობა აუცილებლად გაძლიერდება.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს სტრატეგიული პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გარღმავდეს ეს პარტნიორობა როგორც ქვეყნებს შორის ზოგადად, ასევე, პარლამენტთაშორის დონეზე. ამ მიმართლებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოღლიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, ასევე დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და მართლმსაჯულების გაძლიერების მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ პირველი პარტიათაშორისო საპარლამენტო ჯგუფი ვართ, რომელიც საქართველოს ცოტა ხნის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეწვია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი პარლამენტის თავმჯდომარესთან და გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა დავადასტუროთ მჭიდრო კავშირები ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა. ჯონათან ჯანოღლიმ.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) ვიზიტი საქართველოში 5-8 დეკემბერს იმართება.