ირაკლი კობახიძე - მედიის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა და ამ მიღწევას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით

ირაკლი კობახიძე - მედიის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა და ამ მიღწევას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით

მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა და ეს ის მიღწევაა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ”რუსთავი2”-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. 

”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. სამივე ნაციონალური ტელეარხი მმართველი პარტიის მონოპოლიის ქვეშ იყო. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, რაც არის ჩვენი მიღწევა. მედიაპლურალიზმი საქართველოში არ არსებობდა და ის ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.