იან კელი:   საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს

იან კელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გააკეთა.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენი დახმარებების უმეტესი ნაწილი მიმართულია ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა, თავად რეგიონში არის საკმაოდ ბევრი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოც ამ გამოწვევის რიგში ხვდება. ამიტომ ცოტა რთული პერიოდია, თუმცა გეგმა არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა”, - განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.