ეშტონ კარტერი:   აშშ მტერს არ ეძებს რუსეთის სახით, მაგრამ ნურავის ნურაფერი აერევა

ეშტონ კარტერი: აშშ მტერს არ ეძებს რუსეთის სახით, მაგრამ ნურავის ნურაფერი აერევა

აშშ-ს თავდაცვი მდივანი ეშტონ კარტერი რუსეთს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამერიკამ კვლავაც უნდა გაამყაროს ნატოსთან კავშირი, რათა ერთობლივად აღუდგნენ წინ „ახალ და ძველ, მაგრამ განახლებულ მუქარებს“. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

„ყველაფერი, რასაც აკეთებს აშშ ცალკე ან ნატოსთან ერთად, იძლევა გარანტიას, რომ რუსეთის აგრესიას კვლავაც წინ აღვუდგებით და მზად ვართ ხანგრძლივი მეტოქეობისთვის. რუსული აგრესია და პროვოკაციები დაფუძნებულია ცრუ ამბიციებსა და უადგილო წყენებზე“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, მოსკოვმა დაარღვია შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება და ბირთვული იარაღით იმუქრება.

კარტერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მტერს არ ეძებს რუსეთის სახით. „მაგრამ, ნურავის ნურაფერი აერევა - ჩვენ მოკავშირეებს, მსოფლიო წესრიგის საფუძვლებსა და იმ ნათელ მომავალს დავიცავთ, რასაც ეს წესრიგი გვიქადის“, - განაცხადა კარტერმა.