ფინეთში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი მოკლეს

ფინეთში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი მოკლეს

ფინეთის ქალაქ იმატრაში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი დაცხრილეს. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით „როიტერი“ იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელი თიინა ვილენ-იაპინენი.

ცნობილია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, კრიმინალური წარსულის მქონე, 23 წლის ადგილობრივი მცხოვრები უკვე დააკავეს. ის პოლიციას შემთხვევის ადგილზე ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციის განცხადებით, ჩანს, რომ მსხვერპლი შემთხვევით იყო შერჩეული.