”ქართული ოცნების” ოფისთან საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრები ”ქართული ოცნების” ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციის რამდენიმე მონაწილეს ”ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხვდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, 3 ათასამდე ადამიანია დაზარალებული და ისინი ხელისუფლებას სთხოვენ დახმარებას. ისინი ასევე ითხოვენ გამოიძიონ, სად წავიდა მათი თანხები.
ადგილზე მობილიზებული რჩება პოლიცია.