ვლადიმერ პუტინი:  მსოფლიოში ძალთა ბალანსი თანდათან აღდგება

ვლადიმერ პუტინი: მსოფლიოში ძალთა ბალანსი თანდათან აღდგება

მსოფლიოში ძალთა ბალანსი თანდათან აღდგება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაცემა „Итоги недели“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ არაბული გაზაფხულის დროს, რომელიც ცნობილია ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში რეჟიმის ცვლილებით, რუსეთს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა.

კრემლის ლიდერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში უსმენენ მხოლოდ მას, ვისი ხმაც საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს იმისთვის, რომ მოუსმინონ. ახლა კი ძალთა ბალანსი აღდგენის გზაზეა. „მცდელობამ, რომ შეექმნათ ერთპოლუსიანი მსოფლიო, არ გაამართლა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკანასკნელ პერიოდში რუსეთი თავად არაერთხელ ყოფილა საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევისთვის კრიტიკის ობიექტი.