საპარლამენტო უმრავლესობა პარტია ”ქართული ოცნების” ოფისში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობა პარტია ”ქართული ოცნების” ოფისში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობა პარტია ”ქართული ოცნების” ოფისში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. როგორც „ინტერპრენიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განუცხადეს, შეხვედრაში პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი და ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მონაწილეობდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი და ის ახალი ფინანსურ-ეკონომიკური ინიციატები იყო, რომლითაც მთავრობა გამოვიდა. განხალვის საგანი იყო ლარის გაცვლითი კურსი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.

გარდა ამისა, კვირიკაშვილმა დეპუტატებთან ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.